გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა
სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტური გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს გასულ სასწავლო წელს და შედეგად ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ.

შეხვედრას დაესწრნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და სტუდენტები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ სწორედ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ვაჯილდოვებთ წარმატებულ და გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანი სწორედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგების წახალისებაა. საოცარია სტუდენტების შრომისმოყვარეობა და დამოკიდებულება, რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობა და გახდნენ ჩვენი სტიპენდიანტები. ეს კი ჩვენც გვიზრდის სურვილს,
რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოვიცვათ და მეტ მომავალ პედაგოგს მივცეთ საშუალება გახდნენ ჩვენი გრანტიორები,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ-მ უკვე გამოყო სტიპენდიები სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გორისა და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ჯამში 29 ახალგაზრდა ისარგებლებს სასტიპენდიო პროგრამით.

ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ფონდის მიერ გამოიყო სტიპენდიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები