მახვილი თვალი გაქვს? გამოიცანი, რომელია ორიგინალი და რომელი – რეპროდუქცია
25-11-2020
მახვილი თვალი გაქვს? გამოიცანი, რომელია ორიგინალი და რომელი – რეპროდუქცია
გახსოვთ გასული საუკუნის ცნობილი ფილმი - "როგორ მოვიპაროთ მილიონი“, რომელშიც ლეგენდარული ოდრი ჰეფბერნი თამაშობს? შეგახსენებთ, რომ მთავარი გმირის მამა ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი და... ჰმ, გამყალბებელია; იმდენად დიდებული გამყალბებელი, რომ მის რეალობაში ეჭვი არავის ეპარება.

საუკუნეების წინ ხელოვნების ნიმუშთა გაყალბება წლობით შრომასთან იყო დაკავშირებული. ცნობილი მხატვრების ნახატთა სრულყოფილად "გადახატვას“ ხომ დიდი ნიჭი, დრო და შრომა სჭირდება!

თუკი ძველად ნიჭიერ მხატვრებსაც კი უჭირდათ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ნახატის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიები უნაკლო რეპროდუქციების
შექმნის შესაძლებლობას იძლევა. დღეისათვის საქართველოში სტამბა "პრინტარეა“ ბეჭდავს ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ, მსოფლიოში ცნობილი ათობით მხატვრის რეპროდუქციებს, თანაც ეკოლოგიურად სუფთა, წყლის საღებავების გამოყენებით. შედეგად, თქვენს სახლს კლიმის, ვან გოგის, მონესა და სხვა მხატვრების ნახატებით
დაამშვენებთ.
თქვენ თავად როგორ ერკვევით ხელოვნებაში? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მოტყუება რთულია და ორიგინალ ნახატს უთუოდ იცნობთ? წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც თქვენი შესაძლებლობების შეფასებაში დაგეხმარებათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები