აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას
25-11-2020
აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას
24 ნოემბერს, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ მდგრადობის საკითხები და პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების მზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისათვის.
„შეხვედრაზე პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცანით კომპაქტის შემდგომ მიღებული შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად. თსუ-ს ორმა პროგრამამ (კომპიუტერული მეცნიერება და ელექტრონული ინჟინერია) მოიპოვა ამერიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. მომავალ
წლებში ველოდებით პარტნიორი უნივერსიტეტების რიგი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას. ასევე, წარმატებით დაინერგა საქართველოში გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, აშშ საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ, ილიაუნი, სტუ) რექტორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კერძო საჯარო პარტნიორობის ფონდში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

„მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაწყებული ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით გრძელდება და განხორციელებული ინვესტიციის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ვიმედოვნებთ, რომ მალე თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ. აქტიურად ვიხილავთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორ უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებზე ორი დიპლომის მოდელის დანერგვას“, - განაცხადა სან დიეგის სახლემწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს აშშ-ში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები