ონკოლოგიური დაავადების თანმხლები სტრესი და მასთან ბრძოლის სასიამოვნო გზა მუსიკათერაპიის ცენტრში "ბეკარი" - კვირის პალიტრა

ონკოლოგიური დაავადების თანმხლები სტრესი და მასთან ბრძოლის სასიამოვნო გზა მუსიკათერაპიის ცენტრში "ბეკარი"

ონკოლოგიური თუ სხვა მძიმე დაავადებები რთული დასაძლევია როგორც ადამიანის სხეულისთვის, ისე მისი ფსიქიკისთვის, გონებისთვის. სამწუხაროდ, ამ დროს ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადებული თავს გრძნობს უიმედოდ, უხალისოდ, გაღიზინაბეულია და ბევრს შფოთავს, გრძნობს ძლიერ შინაგან შიშს, ერღვევა ძილისა და კვების რეჟიმი. ეს ყოველივე შედეგია ფიზიკური და ფსიქო-სოციალური დისბალანსისა, რადგან მძიმე ონკოლოგიური დაავადებების დროს ირღვევა: ფსიქოლოგიური მე, ფიზიკური მე, სოციალური მე, პერსონალური მე. საბოლოოდ მივდივართ დეპრესიამდე, რომელიც ადამიანს გამოჯანმრთელების პროცესში მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

დღეს კვლევებით არის დადასტურებული, რომ პესიმისტური გუნება-განწყობა, შინაგანი მღელვარება, შიში, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა ონკოლოგიური პაციენტების დიდ უმრავლესობას აწუხებს და ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ დაავადებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, არამედ ხელს უშლის მას უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლაშიც. თითოეული ეს სიმპტომი სიცოცხლის ხარისხის დაქვიეთების მანიშნებელია და დასუსტებულ ადამიანს კი დაავადება უფრო მარტივად ამარცხებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ისევე ვებრძოლოთ დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას, როგორც ორგანიზმში ონოკოლოგიურ წარმონაქმნებს ვებრძვით.

ბევრ ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებობს სპეციალური ფსიქოთერაპიული კურსი, რომელიც მკურნალობის აუცილებელია ნაწილია. ექიმები ფსიქოლოგიურ დახმარებას ცალკე, განდგომილად არ განიხილავენ და მას მკურნალობის საერთო კურსის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მიიჩნევენ. საქართველოში ეს მიმართულება ჯერ სათანადოდ არ არის განვითარებული და აქ ონკოლოგიური პაციენტების გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა მხოლოდ ამ დაავადებასთან ბრძოლას გულისხმობს. თუმცა საქართველოში არსებობს მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

მუსიკათერაპიის პოზიტიური გავლენა ონკო-გინეკოლოგიური პაციენტების დაავადების მკურნალობაზე მრავალი კვლევით დასტურდება. მუსიკათერაპია ეხმარება ონკო-გინეკოლოგიურ პაციენტებს დაავადებასთან დაკავშირებული კრიზისით გამოწვეული ისეთი სიმპტომების შემცირებაში, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, დისტრესი.

ქართული საზოგადოებისთვის მუსიკათერაპიისა და მისი უდიდესი შესაძლებლობების შესახებ ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი, თუმცა ეს არის ფსიქოლოგიური თერაპიის მიმართულება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მთელმა მსოფლიომ აღიარა. მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარში“ მუსიკათრეპიის კურსებს უძღვება მუსიკათერაპიის მაგის-ტრი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, რომელიც გერმანიიდან სწორედ ამ პროექტისთვის არის ჩამოსული. ის მუსიკას ბენდიერებისა და სილაღის თერაპიას უწოდებს.

„მუსიკალური თერაპია არის მუსიკის მიზანმიმართული გამოყენება თერაპიული ურთიერ-თობის კონტექსტში. მისი მიზანია: აღადგინოს, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მას ხშირად მიმართავენ რთული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუსიკათერაპია მხოლოდ მათთვისაა. ონკო-გინეკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ქიმიოთერაპიისა და ოპერაციული ჩარევის შედეგად პოლინევროპათია შეენიშნებათ. ამ დიაგნოზით ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ მუსიკათერაპიას. მუსიკათერაპიის დროს ხდება კიდურების, თითების გააქტიურება. როგორც წესი, შედეგი სულ რაღაც 2 შეხვედრის შემდეგაც გვაქვს ხოლმე. მეორე მხრივ, მუსიკათერაპიით ხშირად ინტერესდებიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ემოციურ გადატვირთვასა და სამსახურეობრივ სტრესს განიცდიან. მუსიკათერაპია აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ზრდის მკურნალობის მოტივაციას და მკურნალობით მიღწეულ შედეგს - თვითგანკურნების ძალის მექანიზმების გაძლიერებით,“ - განმარტავს მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

მუსიკათერაპიის კურსი ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. მათ შორის, ეხმარება, რომ:

• აღიდგინოს თვითრწმენა

• მიიღოს სხეულის განსხვავებული ხატი

• დაიბრუნოს სექსუალურობა

• გარდაქმნას სტრესით გამოწვეული ნეგატივიზმი პოზიტიურ-ემოციურ ფაქტორად

• შეამციროს სოციალური ბარიერები და დაძლიოს თვითგამოხატვის სირთულეები

• შეძლოს მიძინებული რესურსების გააქტიურება

• ამბიციების, მიზნებისა და მომავალთან დაკავშირებული სურვილების წარმოდგენა

• აიმაღლოს თვითრწმენა და შეძლოს პოზიტიური თვითაღქმა

არსებობს მუსიკათერაპიის სხვადასხვა მიმდინარეობა. მათ შორის ყველაზე პოპულარული ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიაა, რომელსაც „ბეკარი“ პაციენტებს სთავაზობს. ნორდოფ-რობინსის თერაპია 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, ამერიკელი კომპოზიტორის პოლ ნორ-დოფისა და ინგლისელი ფსიქოთერაპევტის კლაივ რობინსის ერთობლივი ძალისხმევით, ამ დროს ისინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობდნენ. თუმცა შემდგომ, 70-იან წლებში ნორდოფ-რობინსის თერაპია დამკვიდრდა ვიტენ/ჰერდეკეს უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური კვლევების სერიები მედიცინის სხვადასხვა დარგებთან ერთად, როგორიცაა: ინტენსიური მედიცინა, ნევროლოგია, ფსიქოსომატიკა, ონკო-გინეკოლოგია, პე-დიატრია, გერიატრია, პალიატიური მედიცინა და სხვა. სპეციფიკას რაც შეეხება, ეს მეთოდი არის აქტიური ინტერაქცია თერაპევტსა და თერაპიის მიმღებს შორის. მუსიკა, გამოყენებუ-ლია კომუნიკაციის საშუალებად. მეთოდი არის ერთერთი ყველაზე აპრობირებული, ვინაი-დან ერგება ნებისმიერი ტიპის განვითარებისა და მდგომარეობის მქონე ინდივიდს.

„ონკო–გინეკოლოგიაში ჩემ მიერ შექმნილი კონცეფციით ვმუშაობ. 13 წელი ვიმუშავე ბად-ვალზეეს სახელმწიფო სარეაბილიტაციო კლინიკებში, სადაც ვხელმძღვანელობდი ხელოვნებითი თერაპიების განყოფილებას. ჩემი კონცეფცია წარმოადგენს ნორდოფ-რობინ-სის კლინიკური იმპროვიზაციის შერწყმას - ფსიქოდინამიური და ნარატიული თერაპიების ხერხებთან. ჯგუფური მუსიკათერაპია დიდი მოწონებით სარგებლობს. ის ძალიან სწრაფი შედეგების მიღების საშუალებას გვაძლევს,“ – განმარტავს მარინა რაიდტ–ალთუნაშვილი.

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ამაღლებული გუნება–განწყობა დაავადებასთან ბრძოლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გუნება–განწყობის გაუმჯობესება კი მუსიკის მსგავსად ბევრს არაფერს შეუძლია. ნიცშე მუსიკაზე წერდა: „ცხოვრება მუსიკის გარეშე შეცდომა იქნებოდა... ღმერთმა მუსიკა გვიბოძა, რომ ყველაფერზე აგვამაღლოს.“