"დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება
"დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება
"დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტია, რომელიც "საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით იქმნება და მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით " პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან კვლევითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ავტორებმა კონკრეტულ თემებზე
დაიწყეს მუშაობა.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან: გია მურღულია- სკოლა " ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია- განათლების მკვლევარი, მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი
განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ სილაგაძე- საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორი, გიორგი ჭანტურია- კოალიცია "განათლება ყველასთვის" დირექტორი, მეგი კავთუაშვილი- ასოციაცია " მშობლები განათლებისთვის" ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი- ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე - პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.

გია მურღულია სახელმძღვანელოს შესახებ : როდესაც მართვის ახალი პარადიგმა იქმნება, მმართველთა კორპუსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თეორიული გააზრება სხვადასხვა განზომილებითა და რაკურსით, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. ეს კურსი სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად - დაეხმაროს სკოლის ხელმძღვანელებს, პანდემიის დროს სკოლის დისტანციური მართვის მოდელის პრინციპების საფუძვლიანად აღქმასა და გამოყენებაში. საამისოდ კომპეტენტურ ავტორთა ჯგუფი შევკრიბეთ, რომელმაც სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მოამზადა.

სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ დისტანციური განათლების განსაკუთრებული აქტუალობა მართალია პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ დისტანციური სწავლების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებაში არჩევანის მრავალფეროვნების გაზრდისთვის. ამიტომ, ფიქრობს რომ, დისტანციური განათლების გზამკვლევი სასარგებლო პუბლიკაციაა არა მხოლოდ განათლების ამ ფორმის გასააზრებლად, არამედ განათლების პროცესის ზოგადი განვითარებისთვისაც საქართველოში.

სახელმძღვანელოს საპილოტე, ელექტრონული ვერსია გაზიარებულ იქნება ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ "საპილოტე ჯგუფთან", რომელიც დაკომპლექტებულია სასკოლო საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენლებითა და სფეროს ექსპერტებით. საპილოტე ჯგუფის მიერ სამუშაო ვერსიის შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების შემდეგ, სარედაქციო ჯგუფი გზამკვლევს მისცემს საბოლოო სახეს.

2021 წლის იანვრის თვეში, სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

აღნიშნული სახელმძღვანელო, შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სრულად დააკმაყოფილებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორთა მოთხოვნებს, რათა ეფექტიანად წარმართონ ონლაინ სწავლების პროცესი. გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. დაინახონ ერთიანი სურათი სკოლაში მიდინარე ონლაინ პროცესების შესახებ, რაც დაეხმარება მათ დისტანციური სწავლების უკეთ დაგეგმვაში, პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და აქტიური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ორგანიზატორის შესახებ:

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია: საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. ასოციაცია განათლების მიმართულებით გახლავთ მრავალი კონფერენციის, პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ " სკოლის მართვას"

თანადამფინანსებლის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები