27-11-2020
"საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის "Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა "The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს. "დაკარგული ედემი“ ქართული წარმოების ღვინოა, რომელიც "საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი კომპანია "გლობალ ბრენდის“ პროდუქტია. საინვესტიციო პროექტის მიზანი სპეციალურად აშშ-ის კონკურენტულ ბაზარზე მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შექმნა და მისი ამ მასშტაბურ ბაზარზე დასამკვდრელად საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაოს ფინანსური ხელშეწყობაა. ღვინის დასახელებაზე,
"საქართველო ღვინის სამშობლოა და იქ ღვინის წარმოების ტრადიცია 8000 წელს ითვლის. ღვინის გემოების ნაზავში საფერავი დომინირებს, ის მუქი შეფერილობისაა და მიწისეულია, დაჰკრავს ველური კენკრის არომატიც. დაძველელებულია ქართულ ქვევრში, ერთგვარ თიხის ამფორაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,“ წერს "The New York Times“-ი.
"Lost Eden“-ი ამერიკულ ბაზარზე თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება. ის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და რელიეფური შეფუთვით გამოირჩევა, რომელზეც ვაზის ორნამენტებია დატანილი და ქართული ღვინის ისტორიულ წარსულს უსვამს ხაზს. ღვინო ქართულ ქვევრშია დაძველებული, რაც აშშ-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.
უახლოეს მომავალში ღვინო ონლაინ გაყიდვებიდან აშშ-ის დახლებზეც გამოჩნდება და პირველი ხუთი შტატის შემდეგ, "Lost Eden“-ი ამერიკის მთელ ბაზარზე გავრცელდება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ქართული ღვინის ბრენდების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
იყავი პირველი!