30 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მესამე ტომი გამოვა
30 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მესამე ტომი გამოვა
30 ნო­ემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის" მე­სა­მე ტო­მის შე­ძე­ნა შე­გეძ­ლე­ბათ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 11.50.

"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია" გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 7 ტომ­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს აერ­თი­ა­ნებს. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მე­სა­მე ტომი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბა-არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ გახ­ლავთ. სა­მი­ვე თემა შე­სა­ბა­მი­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რაც ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქმა­სა და და­მახ­სოვ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ამარ­ტი­ვებს.

სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რი ამ თავ­ში სამ­კა­უ­ლე­ბის, პარ­ფი­უ­მე­რი­ი­სა და ჩან­თე­ბის შე­სა­ხებ
წა­ი­კი­თხავთ. კერ­ძოდ: რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ფრჩხი­ლებს, ტანს, თმა­სა თუ კბი­ლებს. ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და შე­სა­ბა­მის ტერ­მი­ნებს თამ­ბა­ქოს მო­სა­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ტყა­ვის სა­ქო­ნე­ლის შე­სა­ხებ. ასე­ვე გა­ეც­ნო­ბით იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ხრი­კებს, რომ­ლე­ბიც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა


შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა და დი­ზა­ი­ნი, ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა და ხელ­საქ­მე - მათ შე­სა­ხებ
ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მე­სა­მე ტომ­ში წა­ი­კი­თხავთ. გა­ი­გებთ, რო­გორ შენ­დე­ბო­და უძ­ვე­ლე­სი პი­რა­მი­დე­ბი თუ ბერ­ძნუ­ლი ტაძ­რე­ბი; არ­ქი­ტექ­ტუ­რის რამ­დე­ნი სტი­ლი არ­სე­ბობს და რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის. აქვე წა­ი­კი­თხავთ ხე­ლოვ­ნე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დარ­გის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იც­ნობს და უყ­ვარს.

სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა და ინ­ვენ­ტა­რი

თუნ­დაც ოფის­ში არ მუ­შა­ობ­დეთ, სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კი­სა და ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გვჭირ­დე­ბა. მით უმე­ტეს ახლა, როცა პან­დე­მი­ის გამო მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს სა­კუ­თარ სახ­ლში აქვს ოფი­სი მო­წყო­ბი­ლი. რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი და რო­მელს რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, კომ­პი­უ­ტე­რის ნა­წი­ლე­ბი და მათი შე­კე­თე­ბის მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - ამ ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მე­სა­მე ტომ­ში შე­გიძ­ლი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი" ენ­ციკ­ლო­პე­დია 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა და თვე­ში ერთხელ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­დის. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 11.50.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები