30 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მესამე ტომი გამოვა - კვირის პალიტრა

30 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მესამე ტომი გამოვა

30 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მესამე ტომის შეძენა შეგეძლებათ. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 7 ტომში ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს. ენციკლოპედიის მესამე ტომი აქსესუარების, ხელოვნება-არქიტექტურისა და საოფისე ტექნიკის შესახებ გახლავთ. სამივე თემა შესაბამისი ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რაც ინფორმაციის აღქმასა და დამახსოვრებას მაქსიმალურად ამარტივებს.

სხვადასხვა აქსესუარი ამ თავში სამკაულების, პარფიუმერიისა და ჩანთების შესახებ წაიკითხავთ. კერძოდ: როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს, ტანს, თმასა თუ კბილებს. ნახავთ ინფორმაციასა და შესაბამის ტერმინებს თამბაქოს მოსაწევი საშუალებების, ტყავის საქონელის შესახებ. ასევე გაეცნობით იმ ცხოვრებისეულ ხრიკებს, რომლებიც შინაური ცხოველების მოვლაში დაგეხმარებათ.

არქიტექტურა და ნატიფი ხელოვნება

შენობა-ნაგებობების დაპროექტება და დიზაინი, ხელოვნება, მუსიკა და ხელსაქმე - მათ შესახებ ენციკლოპედიის მესამე ტომში წაიკითხავთ. გაიგებთ, როგორ შენდებოდა უძველესი პირამიდები თუ ბერძნული ტაძრები; არქიტექტურის რამდენი სტილი არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის. აქვე წაიკითხავთ ხელოვნების კიდევ რამდენიმე დარგის შესახებ, რომლებსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს და უყვარს.

საოფისე ტექნიკა და ინვენტარი

თუნდაც ოფისში არ მუშაობდეთ, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება. მით უმეტეს ახლა, როცა პანდემიის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარ სახლში აქვს ოფისი მოწყობილი. როგორ შევარჩიოთ საკანცელარიო ნივთები და რომელს რა დანიშნულება აქვს, კომპიუტერის ნაწილები და მათი შეკეთების მარტივი საშუალებები - ამ ყველაფრის წაკითხვა ენციკლოპედიის მესამე ტომში შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, "დიდი ვიზუალური" ენციკლოპედია 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.