კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოვებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოვებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
სან ფრანცისკო ავიაკომპანიის ახალი მიამრთულებაა, სადაც ოპერირება სრლუდება უახლესი აერობუს A350 ტიპის ავიახომალდით, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს Qsuite-ს, ყველაზე ახალ და ინოვაციურ ბიზნეს კლასს და ასევე უფასო სუპერ Wi-Fi-ს მთელი მგზავრობის განმავლობაში.

სან ფრანცისკოს მიმართულების დამატებით კატარის ავიახაზების მიერ ოპერირებული რეისების რაოდენობა ამერიკის მიმართუილებით უკვე ითვლის 55 ყოველკვირეულ ფრენას 10 ქალაქში.

კატარის ავიახაზები განაგრძობს მსოფლიოს მასშტაბით თავისი საჰაერო ქსელის სწრაფ ზრდას. 2020 წლის 15 დეკემბრიდან ავიაკომპანია დოჰადან სან ფრანცისკოში შეასრულებს კვირაში
ოთხ რეგულარულ ფრენას. რეისები შესრულდება უახლესი და ყველაზე თანამედროვე აერობუს A350-900 ტიპის ხომალდით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 36 ადგილს ჯილდოს მფლობელ ბიზნეს კლასში Qsuite, ხოლო ეკონომ კლასი აღჭურვილია 247 კომფორტული სავარძლით. 2021 წლის იანვარმდე მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს უფასო სუპერ Wi-Fi-ით.

მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზი კატარის ავიახაზები ერთადერთი
კომპანიაა შუა აღმოსავლეთიდან, რომელიც ასრულებს პირდაპირ რეისებს სან ფრანცისკოს მიმართულებით. ავიაკომპანია აგრძელებს სწრაფ ზრდას და სხვადასხვა ინოვაციების დანერგვას, სანდო მომსახურებას, უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში. პანდემიის განმავლობაში კატარის ავიახაზები უწყვეტად ასრულებდა ავიარეისებს დალასისა და ჩიკაგოს მიმართულებით.

მრავალი ჯილდოს მფლობელი ბიზნეს კლასის Qsuite სავარძელი სთავაზობს მომხარებელს უსაფრთხო პერსონალურ სივრცეს, რომლის მოძრავი კარი აღჭურვილია „არ შემაწუხო“ ღილაკით. Qsuite სავარძლები განლაგებულია 1-2-1 კონფიგურაციით, რაც უზრუნველყოფს სრულ იზოლირებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, კომფორტს და ბორტზე სოციალურ დისტანცირებას.

სან ფრანცისკოს გარდა კატარის ავიახაზები ასრულებს ავიარეისებს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში: ბოსტონი (BOS), ჩიკაგო (ORD), დალასი (DFW), ჰიუსტონი (IAH), ლოს ანჟელესი (LAX), ნიუ იორკი (JFK), მაიამი (MIA) ფილადელფია (PHL) და ვაშინგტონი (IAD). დეკემბრის თვეში ავიაკომპანია შეარულებს ყოველკვირეულ 55 რეისს ამერიკის შეერთებული შტატების 10 ქალაქში, ხოლო ამერიკის ავიახაზებსა დ ჯეთბლუსთან სტრატეგიული პარტნიორობით მომხმარებელს სთავაზობს ფრენებს ამერიკის ასობით სხვა ქალაქშიც.

IATA -ს (საერთაშორისო ავია სატრანსპორტო ასოციაცია) უახლესი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან კატარის ავიახაზები გახდა ყველაზე დიდი საერთაშორისო გადამყვანი, რომელიც სთავაზობს მგზავრებს ყველაზე მეტ რეისს. ამან კი საშუალება მისცა ავიაკომპანიას დაეგროვებინა შეუდარებელი გამოცდილება მგზავრთა უსაფრთხოდ და საიმედოდ გადაყვანაში. ავიაკომპანიამ დანერგა უმკაცრესი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნები და ზომები, როგორც ხომალდზე, ასევე ჰამადის საერთშორისო აეროპორტში.

კატარის ავიახაზების ბორტგამცილებლებისა და მგზავრებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ზომები მოიცავს პირადი დამცავი აღჭურვილობით (PPE) უზრუნველყოფას სალონის ეკიპაჟისთვის და დამატებითი დამცავი ნაკრებითა და ერთჯერადი დამცავი სახის ფარებით უზრუნველყოფას მგზავრებისათვის. დამატებით კატარის ავიახაზები არის პირველი ავიაკომპანია, რომლიც იყენებს Honeywell-ის (UV) ულტრა იისფერი სხივებით ბორტის დასუფთავების სისტემას, რითაც კიდევ უფრო აუმჯობესებს უსარფთხოების ნორმების დაცვას. ყველა იმ უსაფრთხოების ზომების და მოთხოვნების გასაცნობად, რომლებიც განხორციელდა ბორტზე და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, ეწვიეთ ვებგვერდს: www.qatarairways.com/safety.

ფრენების განრიგი:

თბილისი (TBS) to დოჰა (DOH) QR356 გაფრენა: 02:55 ჩაფრენა:: 05:00

დოჰა (DOH) სან ფრანცისკო (SFO) QR737 გაფრენა: 08:15 ჩაფრენა: 12:55

სან ფრანცისკო (SFO) to დოჰა (DOH) QR738 გაფრენა:: 14:55 ჩაფრენა:: 17:15+1

დოჰა (DOH) თბილისი (TBS) QR355 გაფრენა: 20:15 ჩაფრენა:: 00:30+1

თბილისში ჩაფრენისას უარყოფითი PCR მეთოდით აღებული ტესტის წარდგენა აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები