"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს Land Cruiser 200-ის და Land Cruiser Prado-ს შეძენას დიდი ფასდაკლებით სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს Land Cruiser 200-ის და Land Cruiser Prado-ს შეძენას დიდი ფასდაკლებით სთავაზობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომოყვარულებისთვის სპეციალური ფასდაკლების აქციას აანონსებს. 2020 წლის დიზელისძრავიანი ლეგენდარული Toyota Land Cruiser 200-ის შეძენა "ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 12 000-ლარიანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი, ხოლო მსოფლიოში განთქმულ, 2020 წლის ასევე დიზელისძრავიან Toyota Land Cruiser Prado-ში მომხმარებელი 9 000 ლარით ნაკლებს გადაიხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ სპეციალური ფასდაკლების აქციით მომხმარებლისთვის საყვარელი მოდელები მეტად ხელმისაწვდომი გახდება. გარდა სოლიდური თანხის დაზოგვისა, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლეგენდარულ ყველგანმავალ Toyota Land Cruiser 200-ს შეიძენს, ელექტროსკუტერით დასაჩუქრდება, Toyota Land Cruiser Prado-ს ახალ მფლობელს კი საჩუქრად ელექტროსქროლი გადაეცემა.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ტოიოტას პოპულარული მოდელების ფასდაკლებით შეძენის მსურველები, პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, "ტოიოტა ცენტრ თბილისს“ აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ონლაინ www.toyota-tbilisi.com ან ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 იმ მიზნით, რომ დააზუსტონ ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული პირობები და დეტალები.