"ცოლად გამოგყვები, თუ ლუდის უნიკალურ რეცეპტს შექმნი...“ - სიყვარულის ამბით დაწყებული ლუდის 400 წლიანი ისტორია - კვირის პალიტრა

"ცოლად გამოგყვები, თუ ლუდის უნიკალურ რეცეპტს შექმნი...“ - სიყვარულის ამბით დაწყებული ლუდის 400 წლიანი ისტორია

ლუდი - კაცობრიობის უძველესი სასმელია, რომლის ისტორია შორეულ წარსულში დაიწყო. არსებობს ვერსია, რომ პირველი ლუდი მოსავლის კონტროლირებადი ფერმენტაციის შედეგად გაჩნდა. ლუდის ხარშვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ არქეულოგიური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მესოპოტამიაში ლუდს ჩვ. წ. აღრიცხვამდე VI ათასწლეულში ხარშავდნენ. დღეისათვის, ბაზარზე ლუდის მრავალფეროვანი არჩევანია და ძალიან რთულია, მათ შორის ხარისხიანი ლუდის პოვნა.

მოგზაურობა გროლშის სამყაროში

400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გროლშის (Grolsch) ლუდსახარში სრულყოფილებისკენ ისწრაფვოდა, აგრძელებდა უილიამ ნეფერფილდისა და მისი ოჯახის ხედვას, რომელთაც 1615 წელს შექმნეს საკულტო ბრენდი. ლუდსახარში კომპანიის არსებობის მანძილზე, იდეები და ინოვაციები არასოდეს მიდიოდა შორს მისი ფესვებისაგან. ასე შეიქმნა იდეალური რეცეპტი, რომელიც 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და მათ შორის საქართველოშიც.

უილიამ ნეფერფილდმა, ჰოლანდიის რვაწლიანი აჯანყების პიკის პერიოდში, ლუდსახარში დააარსა. მან 1650 წელს შეგირდი, სახელად პიტერ კაიჯერი დაიქირავა, რომელსაც მისი უფროსის ქალიშვილი შეუყვარდა. ლეგენდის თანახმად, გოგონამ მას სამჯერ უთხრა უარი. ის მხოლოდ მაშინ გაჰყვებოდა ცოლად პიტერს, როდესაც იდეალური ლუდის რეცეპტს შექმნიდა.

თავისი სატრფოს და მომავალი სიმამრის გულის მოსაგებად, შეგირდმა უნიკალური ფორმულა შექმნა, რის მიხედვითაც გროლშის მესამე და საბოლოო რეცეპტი შედგა. პიტერი ოჯახში 1676 წელს მიიღეს, როდესაც მან ცოლად უილიამის ქალიშვილი შეირთო. მის მიერ მოფიქრებული ლუდის ხარშვის სტილი, მე-17 საუკუნეში ახალი რამ იყო.

ლუდს უნიკალური ორგანოლეპტიკური თვისებები გააჩნია, რეცეპტში ორი ტიპის სვიის გამოყენების გამო. ერთზე დამოკიდებულია გემო, მეორეზე კი არომატი.

ფურცელზე დაწერილი და შემდეგ ლუდსახარშში გემრიელ სითხედ ქცეული რეცეპტი, 400 წლის შემდეგაც უცვლელად შეიცავს სვიის ორ სახეობას: ერთი მათგანს ახასიათებს სიმწარე, მეორეს- განსაკუთრებული არომატი, რომლებიც გროლშს გემოვნურ სიღრმეს სძენს. ეს იყო თამამი, მსოფლიოსთვის გამორჩეული გემოს შექმნის ტრიუმფი.

• 200 წლის მანძილზე, ლუდსახარში გადადიოდა თაობიდან თაობაზე და პიტერის 200 წლიანი რეცეპტიც უცვლელი რჩებოდა.

მოგვიანებით, ლუდსახარშს სათავეში თეო დე გროენი ჩაუდგა. იმისათვის, რომ ნიდერლანდებში, კონკურენციის მწვერვალზე დარჩენილიყო, მან ბოთლის გვირგვინიანი თავსახურის კონცეფცია მოიფიქრა, ფაიფურის თავსახურით, რეზინის შიგთავსითა და მეტალის მომჭერით.

"მე ვწყვეტ, რაში დავლიო ლუდი. მიუხედავად წარმოების გაცილებით მაღალი ხარჯებისა, ლუდის ბოთლის მოსახსნელი თავი უცვლელი დარჩა, რაც გროლშს საკულტო და განუმეორებელ იერს სძენს“ - თეო დე გროენი.

მან თავისი იდეა განახორციელა. თეო თვლიდა, რომ ეს ლუდს ცინცხალ გემოს შეუნარჩუნებდა.

2000 წლის 13 მაისს, ლუდსახარშიდან სულ რაღაც 200 მეტრში, ფეიერვერკების ფაბრიკის ტერიტორიაზე დამანგრეველი აფეთქება მოხდა. ხანძარი ლუდსახარშსაც შეეხო და ის დროებით დაკეტეს. გუნდის მთავარი მიზანი იყო შეენარჩუნებინა ლუდის ორიგინალი არომატი, ამიტომ გაბედული სულისკვეთებით აშენდა ერთერთი ყველაზე ინოვაციური და გამძლე ლუდსახარში მსოფლიოში.

მხოლოდ სუფთა წყლით, ბუნებრივი ინგრედიენტებით ხელოვნური დანამატების გარეშე ლუდის მიღების პროცესი ეკოლოგიური სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. პროცესისგან მიღებული ნარჩენების 99.8% გადამუშავდება.

2007 წელს, ყავისფერი ბოთლი მწვანით შეცვალეს. ბოთლის გვერდებზე გაჩნდა რელიეფური წარწერები, ბრენდის სახელწოდებით, ასევე ორი სორტის სვიის გამოსახულებაც, რომელიც მის შემადგენლობაში გამოიყენება.

გროლში აქტიურ ექსპორტს ახორციელებს 1972 წლიდან. 1995 წელს მან მიიღო ჯილდო, როგორც ჰოლანდიის ბიზნესებს შორის 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნაკლო რეპუტაციის მქონე ბრენდი. გროლში საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა და ახლა უკვე, ქართველებსაც აქვთ შესაძლებლობა, საკულტო ბრენდისა და უნიკალური რეცეპტის მქონე ლუდი დააგემოვნონ.

და მაინც, რა ხდის გროლშს განსაკუთრებულს? ჩვენ ვიტყოდით, ხასიათი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავისი დიდი ოჯახის წევრებს ანიჭებს კომფორტის, თავისუფლების, თამამი გადაწყვეტილებებისა და უკომპრომისო ბუნების შეგრძნებას.

ასეთი ისტორია აქვს გროლშს-შენი განწყობის ლუდს!