28 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეოთხე ტომი გამოვა - კვირის პალიტრა

28 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეოთხე ტომი გამოვა

28 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეოთხე ტომის შეძენა იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

შეგახსენებთ, რომ "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 7 ტომში ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს. უკვე გამოიცა ენციკლოპედიის სამი ტომი, 28 დეკემბრიდან კი მკითხველს მეოთხე ტომის შეძენა შეეძლება.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეოთხე ტომი, უკვე გამოსული ტომების მსგავსად, სამ ძირითად თემას აერთიანებს. ესენია:

• კომუნიკაცია;

• ტრანსპორტი და მექანიზმები;

• საზღვაო ტრანსპორტი.

იქიდან გამომდინარე, რომ სამივე მათგანი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ენციკლოპედიის ეს ტომი როგორც ამ დარგების სპეციალისტებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და ძვირფასი შენაძენი იქნება.

ყველა ტერმინის განმარტება და ინგლისური თარგმანი

ტრანსპორტის და ზოგადად ტექნიკის სფერო ტერმინოლოგიით დატვირთულია. ამიტომ თქვენთვის საჭირო ინფორმაციის სწრაფად და სრულყოფილად მოსაძიებლად ენციკლოპედიაში თემების მიხედვით მოცემულია ყველა ტერმინი ქართულსა და ინგლისურ ენებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტერმინები იერარქიული პრინციპით არის წარმოდგენილი: თემა, ქვეთემა, სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, ტერმინოლოგია.

მრავალფეროვანი და მარტივად აღქმადი ილუსტრაციები

მექანიზმის ესა თუ ის ნაწილი ადვილად აღქმადი რომ იყოს, ენციკლოპედიაში ასობით ილუსტრაციაა შეტანილი. ამა თუ იმ ტრანსპორტის ნაწილი, კონკრეტული მექანიზმი ერთი შეხედვითაც კი იცნობა და მათი დამახსოვრებაც მარტივია.

შეგახსენებთ, "დიდი ვიზუალური" ენციკლოპედია 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

გამომცემლობა"პალიტრა L"-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, "ბიბლუსის" მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში:

"მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616