Zoomart-ის და Wolt-ის საახალწლო საჩუქარი მიუსაფარ ცხოველებს - კვირის პალიტრა

Zoomart-ის და Wolt-ის საახალწლო საჩუქარი მიუსაფარ ცხოველებს

Zoomart და Wolt მიუსაფარი ცხოველებისთვის ახალი წლის მისალოცად ერთიანდებიან და სადღესასწაულო საჩუქარს უმზადებენ.

წლის ბოლო შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, Wolt-ით მიღებული შეკვეთების სრულ თანხას ზოომარტი "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას" გადაურიცხავს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას თბილისს გარეთ, რეგიონებში.

• შემოსული თანხით მოხდება გარკვეული რაოდენობის ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია/ვაქცინაცია

• ტრავმირებული ძაღლების/კატების ვეტერინარული დახმარების უზრუნველყოფა

თუ გსურთ ჩაერთოთ აქციაში და ქუჩის ცხოველებს ახალ წელს დახმარების ხელი გაუწოდოთ, შეუკვეთეთ ყველაფერი, რაც თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის გჭირდებათ შაბათ-კვირას Wolt-ით და შეკვეთის მიტანა უფასო იქნება.

ზოომარტი და Wolt გილოცავთ დამდეგს თქვენ და თქვენს საყვარელ ცხოველებს. გაახარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები და, ამავე დროს, მიუსაფარი ცხოველები რეგიონებში, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ასე სჭირდებათ.

Zoomart და Wolt გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 15 ფილიალს. "ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების როგორიცაა: Affinity Petcare (Advance, Brekkies,True Instinct), Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Antos, Canvit, Animology, Hermos და Catzone.

(R)