იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ! - კვირის პალიტრა

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ!

იმუნიტეტი კომპლექსური ბიოლოგიური სისტემაა და ორგანიზმის თავდაცვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. იმუნური სისტემა სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის მთავარი იარაღია. სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ასევე მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, იმუნიტეტის სიძლიერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რა არის იმუნიტეტი? იმუნური სისტემა უჯრედების, ქსოვილების და ცილების ერთობლიობაა, რომლებიც სხეულს უცხო და პათოგენურ აგენტებთან ბრძოლაში ეხმარება. იმუნური სისტემა ორგანიზმის მთავარი დაცვის მექანიზმია, რომელიც უცხო მიკროორგანიზმების - მილიონობით ბაქტერიისა და ვირუსის გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

რატომ გვიქვეითდება იმუნიტეტი? საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმუნიტეტის დაქვეითებას, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სტრესი, არასრულფასოვანი კვება, გარემოს არახელსაყრელი პირობები, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია და სხვა მრვალი ფაქტორი განაპირობებს.

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? იმუნიტეტი შესაძლოა იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. თავის მხრივ, ბუნებრივი იმუნიტეტი თანდაყოლილია ან შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს, ხოლო შეძენილი იმუნიტეტი ადამიანს რაიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება. ხელოვნური იმუნიტეტი კი ვაქცინაციით ყალიბდება.

სპეციალისტები იმუნიტეტის გაძლიერების რამდენიმე ბუნებრივ გზას გვთავაზობენ, როგორიცაა: სტრესის შემცირება, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარულად მიღება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, იმუნიტეტი იმუნომოდულატორებით გაიძლიეროთ.

ისმიჟენი - ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის!

სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდში, მნიშვნელოვანია ინფექციისგან თავდაცვა და პროფილაქტიკა. ეს შესაძლებელია თუ იმუნიტეტზე ზრუნვას წინასწარ დავიწყებთ. მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებულია იმუნომოდულატორების ეფექტურობა სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ.

ისმიჟენი, შვეიცარიული კომპანია Lallemand Pharma-ს მიერ წარმოებულ ბაქტერიული წარმოშობის, ახალი თაობის იმუნომოდულატორს წარმოადგენს. ის ერთადერთი პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლიზისის შედეგად მიღებული სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების უხშირესი გამომწვევები. ისმიჟენი მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით მიიღება. იგი ორგანიზმში ზრდის დაცვით მექანიზმს იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ეს განაპირობებს ინფექციების განვითარების პრევენციას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის უნარის გააქტიურებას. ისმიჟენი, როგორც ანტიგენების ნარევი, ხელოვნურად ააქტიურებს ადგილობრივ და სისტემურ იმუნურ სისტემას, ამიტომ მას სხვაგვარად "პერორალურ ვაქცინასაც" უწოდებენ.

ისმიჟენი ინიშნება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, რინიტის, სინუსიტის, ოტიტის და სხვა ინფექციების დროს.

ასევე დასაშვებია ისმიჟენის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.

ისმიჟენი გამოიყენება როგორც მწვავე პროცესების დროს, ასევე საპროფილაქტიკო მიზნებისთვის. იგი მიიღება სუბლინგვურად - ენის ქვეშ გასაწუწნად.

(R)