გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული წელი" და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული წელი" და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული წელი" და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

ძველი წელი გავაცილეთ და გადავწყვიტეთ შეგვეჯამებინა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის განვლილი ლიტერატურული წელი და რჩევაც გვეკითხა საახალწლოდ და უქმე დღეებზე, რომელი წიგნები მოვიმარაგოთ და შევიძინოთ საჩუქრად.

პანდემიის მიუხედავად, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მრავალი ლიტერატურული პრემია და გამარჯვება ხვდა წილად გამომცემლობის წიგნებს.

ანანო თავხელიძე, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

- ახალი წელი დადგა და 15 იანვრამდე უქმე დღეები გვაქვს. ამიტომ ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით, რომ ჩაუსხდეთ წიგნებს, დღესასწაული ხომ იქ არის, სადაც წიგნებია.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ს სურს რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ ახლობლებსა და მეგობრებს რა შეიძლება აჩუქოთ, ან რა შეიძლება წაიკითხოთ:

ახლახან გამოვეცით წიგნი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია - დოქტორ სიუზის "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა!"; ასევე საბავშვო წიგნები: "სანტა კლაუსი და მისი ელფები", მაია ლუნდეს "თოვლის და".

მოსწავლის არჩევანის სერიაში ირმა მალაციძის "ფრიი!", ჩარლზ დიკენსის "საშობა სიმღერა". ამ სერიაში კლასების მიხედვითაა დაჯგუფებული წიგნები და ყველა წიგნის ბოლოს არის კროსვორდები, სავარჯიშოები და კითხვები წიგნიდან, რაც მშობელსაც და მასწავლებელსაც დაეხმარება ბავშვთან ერთად წიგნის განხილვაში.

რაც შეეხება უფროსებს, ვისაც მოგწონთ წიგნები, რომელთა მიხედვით ფილმები და სერიალებია გადაღებული: ჯენი ჰანის "ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია" და სელესტ ინგის "ყველგან ხანძრის კერებია". ასევე გვაქვს სულ ახალი თარგმანები: ჯორჯ ორუელის "დაე იშრიალოს ასპიდისტრამ", ტომ ჰენქსის "არაჩვეულებრივი ეგზემპლარი" და მადელინ მილერის "კირკე".

თინათინ ასათიანი, "პალიტრა L"-ის დირექტორი:

- 2020 წელი არავისთვის იყო მარტივი და მათ შორის არც ჩვენი გამომცემლობისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, იყო ბევრი წარმატება, რაც ძალიან გვახარებს და სტიმულს აძლევს მთელ გუნდს ვაკეთოთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე.

მოდი, შევაჯამოთ ჩვენი წარმატებები:

2020 წელს პრემია "საბა" მიიღო რამაზ ჭილაიას წიგნმა "პოეტიკური ჩანაწერები" ნომინაციაში "საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა".

"საბას" ფინალისტები კი იყვნენ:

"წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული არჩილ ფირიაშვილი წიგნით "ფეხბურთის მოთამაშე". ამ ავტორიტეტული პრემიის ფინალისტები არიან ასევე "წლის საუკეთესო რომანისთვის" ალეკო შუღლაძე წიგნით "ქრონიკული დაღლილობის სურნელი" და "წლის საუკეთესო თარგმანისთვის" თამარ ჯაფარიძე ჯუნოუ დიაზის წიგნისთვის "ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება". ნომინაციაში "საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" კი ფინალისტი გახლდათ თემურ ტონია წიგნით "ვინილომაგია ვინილომანია".

წელს გვყავს გამარჯვებულები იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო პრემიის ნომანაციებშიც:

"საუკეთესო პოეტური წიგნი" თამრი ფხაკაძის "ანბანი" გახდა;

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი "ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებანი"; ილუსტრატორი, ნანა მელქაძე. საუკეთესო პროზაული წიგნები ლელა ცუცქირიძის "თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა" და ასევე ნათია ჯანაშიასა და ვასო გულეურის "გუნდა და მისი მეგობრები".

ამასთან, პრემია "ლიტერას" გამარჯვებულია ჩვენი მთარგმნელი სალომე ბენიძე რუპი კაურის წიგნით "რძე და თაფლი", ხოლო ფინალისტი ახალგაზრდა მთარგმნელის ნომინაციაში ბექა არაბული წიგნით "ეკლების უფლისწული".

ასევე "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" ყოველწლიურად აჯამებს წელს და გამოვლინდა "2020 წლის ბესტსელერი":

1. ნომინაცია: ქართველი ავტორის წიგნი (მხატვრული ლიტერატურა); გამარჯვებული: თინათინ ბერიძის "მოპარული სიყვარული";

გამომცემლობა "პალიტრა L".

2. ნომინაცია: ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა); გამარჯვებული: ელიფ შაფაქის "ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში";

მთარგმნელი ია ქვაჩახია;

გამომცემლობა "პალიტრა L".

3. ნომინაცია: "ქართველი ავტორის საბავშვო წიგნი"; გამარჯვებული: ლელა ცუცქირიძის "თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა";

გამომცემლობა "პალიტრა L".

5. ნომინაცია: "ქართულ ენაზე თარგმნილი საბავშვო წიგნი"; გამარჯვებული: "ვინი პუჰის თავგადასავლები"

მთარგმნელი თათია ტურაშვილი;

გამომცემლობა "პალიტრა L ".

6. ნომინაცია: "დოკუმენტური პროზა"; გამარჯვებული: მარკ მენსონის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება";

მთარგმნელი დავით ახალაძე;

გამომცემლობა "პალიტრა L ".

პანდემიის მიუხედავად, ამ წელს გამოვეცით 300-მდე დასახელების წიგნი, გვქონდა გამორჩეული ბესტსელერები: მარკ მენსონის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება", რომელიც 15000 ცალზე მეტი გაიყიდა, ყველასთვის კარგად ცნობილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ახალი რომანი "10 წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში".

ვფიქრობ, ამ რთულ პერიოდში წიგნი არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ისწავლო რაღაც ახალი, შეიმეცნო, სასიამოვნოდ გაატარო დრო. ამიტომ გაატარეთ ახალი წლის დღეები ახალ წიგნებთან ერთად. ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებთ ჩვენს მკითხველებს, მთელ საქართველოს.