21 იანვრიდან "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერი, კრისტინ ჰანას "ბულბული" ჟურნალ გზასთან ერთად
21 იანვრიდან "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერი, კრისტინ ჰანას "ბულბული" ჟურნალ გზასთან ერთად
"როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ" - ეს სიტყვები პოპულარული ამერიკელი მწერლის, კრისტინ ჰანას წიგნიდანაა, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერი, 2015 წელს Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული, იმავე წელს კი "ამაზონის" წლის საუკეთესო წიგნი გახდა. რომანის მიღწევების არასრული ჩამონათვალი უკვე ნათელს ხდის, რომ ჩვენ წინაშე ამაღელვებელი, საინტერესოდ გადმოცემული ისტორიაა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანის მოხიბვლა შეძლო.

"ბულბული" -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და
უკვე 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. როგორც რომანის ავტორი იხსენებს, მისი შთაგონების წყარო ბელგიელი ქალის, ანდრე დე იონგის, ისტორია გახდა, რომლის მიხედვითაც, ქალმა ანტიჰიტლერულ კოალიციას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

კრისტინ ჰანას რომანს გამოსვლისთანავე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. საერთაშორისო აღიარების მოპოვების პარალელურად, რომანის მიხედვით, ფილმის გადაღების
იდეა გაჩნდა, რომლის პრემიერაც 2021 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ფილმში მთავარ როლებს დაკოტა და ელ ფენინგები შეასრულებენ. "ბულბული" ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც მის მიხედვით გადაღებულ ფილმამდე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წიგნში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. 1939 წელია, საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს - დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული. დებს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა უნდა გადალახონ.

"ბულბული"- ეს ომის შესახებ დაწერილი კიდევ ერთი ამაღელვებელი წიგნია. მთელ რომანს გასდევს იმედი ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარულისა და რწმენისა; იმის, რომ სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს!

შეგახსენებთ, კრისტინ ჰანას "ბულბული" 21 იანვრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებ იიყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში:

"მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" დასხვა.

კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso
გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ ელვა.გე -ს ქოლ-ცენტრს: 595033616
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები