1 თებერვლიდან "მაკულიტერატურის" ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას - კვირის პალიტრა

1 თებერვლიდან "მაკულიტერატურის" ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

1 თებერვლიდან "მაკულიტერატურის" ფილიალები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნულ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში (1კგ მაკულატურა = 1 ნერგს), რომლითაც შემდეგ მომხმარებელი ახალ წიგნებს შეარჩევს. მაკულატურის წიგნებში გადაცვლა მომხმარებელს შეეძლება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი: წერეთლის 116 (ტელ:599 88 82 26)

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5 (ტელ:599 04 77 32)

რუსთავი: მე-16 მიკრო 7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით (ტელ: 577 32 23 91)

პროექტი "მაკულიტერატურა", საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში და გაცვალოთ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში.

"1 თებერვლიდან "მაკულიტერატურის" ფილიალები ყველა რეკომენდაციის დაცვით გაიხსნება.ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ორი თვე გავიდა, რაც ჩვენი ოფისები დაიხურა და ალბათ სახლში ყველას ბევრი მაკულატურა დაგვიგროვდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი წერილიც შემოგვდიოდა, სადაც გვწერდნენ, რომ უამრავი ძველი რვეული, გაზეთი თუ სხვა უსარგებლო ქაღალდი მოაგროვეს, რისი გადაცვლაც სურდათ ახალ წიგნებში. "მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა. მიხარია, რომ ისევ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრას, 2012 წლიდან 2021 წლამდე 17 მილიონზე მეტი ხე სწორედ მომხმარებლის მიერ მოტანილმა მაკულატურამ გადაარჩინა, დროა, თავიდან დავიწყოთ გადარჩენილი ხეების ათვლა და გადავახალისოთ ძველი ბიბლიოთეკა.

თქვენ მიერ მოტანილი მაკულატურა დაანგარიშდება, გადმოგეცემათ ბარათი, სადაც ჩაირიცხება ნერგების სახით კილოგრამები, ეს ნერგები შეგიძლიათ დააგროვოთ ბარათზე ან ადგილზე შეარჩიოთ სასურველი წიგნი და გადაცვალოთ შესაბამის ნერგებში. წიგნებს მინიჭებული აქვს შესაბამისი კილოგრამი ანუ ნერგი, რის საშუალებითაც, არჩევთ თქვენთვის სასურველ ლიტერატურას. ჩვენს მაღაზიაში "პალიტრა L"-ის თითქმის ყველა გამოცემის წიგნი დაგხვდებათ: საბავშვო-საყმაწვილო გამოცემების დიდი არჩევანი, თანამედროვე ბესტსელერები თუ მსოფლიო კლასიკა, ქართველი ავტორები, სამაგიდო წიგნები, თინეიჯერების საკითხავი თუ ბიზნესლიტერატურა. მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ დიდი არჩევანი,მაგალითად "დიდი მხატვრების" სერიის ნებისმიერ წიგნს სულ რაღაც 40 კგ მაკულატურაში გადაცვლით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ილუსტრირებული გამოცემის სანაცვლოდ 60 ნერგს გახარჯავთ, ბესტსელერებს 50 ნერგი სჭირდება,პაზლები ზღაპრებით 32 ნერგი,დისნეის სერია ბავშვებისთვის 48 ნერგი, სერია "ბიზნეს გენია" 20 ნერგი და ა.შ. " - ანა ჯოჯუა , "მაკულიტერატურის" პროექტის მენეჯერი.

ოფისების გახსნასთან ერთად, განახლდა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლის გადაცვლასაც შეძლებთ მაკულატურაში

გახსოვდეს! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!

ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!