"მეგალაბში" წელიწადში 2 მილიონამდე შესრულებული ტესტი მაღალკვალიფიციური კადრების დამსახურებაა - კვირის პალიტრა

"მეგალაბში" წელიწადში 2 მილიონამდე შესრულებული ტესტი მაღალკვალიფიციური კადრების დამსახურებაა

"მეგალაბი" ლაბორატორიული ჰიპერმარკეტია, რომელიც კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. აქ ჩატარებული კვლევების სანდოობასა და სიზუსტეს განაპირობებს ლაბორატორიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური პერსონალი და უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა. "მეგალაბში" წელიწადში 2 მილიონამდე ტესტი ტარდება. ამ სანდო, უტყუარი და დროულად შესრულებული სამუშაოს უკან კომპანიის თანამშრომლები დგანან. ამჯერად ოთხ მათგანს გაგაცნობთ, ოთხივე ახალგაზრდები არიან და ფაქტობრივად, ყველა მათგანისთვის "მეგალაბი" პირველი სამსახურია, აქედან დაიწყო მათი კარიერული განვითარება და "მეგალაბის" წარმატების საწინდარი, ეს ადამიანები არიან. ცხადია, კომპანიაში უამრავი თანამშრომელია, რომელთაც არაერთი თაობა აღუზარდეს ქართულ მედიცინას, მათთან ერთად სწორედ ამ ახალგაზრდების შრომითა და გულმოდგინებით იწერება "მეგალაბის" ისტორია.

თავი 1

ახლა სამყარო ვირუსთან ომშია. ომში, რომელსაც მესამე მსოფლიო ომსაც უწოდებენ. ბევრი სტუდენტი იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე თვალის დაუხამხამებლად, "მეგალაბის" მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის მენეჯერი მერაბ კვინტრაძე ერთ-ერთი მათგანია:

- მეოთხეკურსელი ვიყავი, როდესაც "მეგალაბში" მოვედი. 6 თვეა, რაც აქ ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში იმდენი ვისწავლე, ალბათ, სხვა სიტუაციაში ასეთი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებისთვის 10 წელი არ მეყოფოდა. პანდემიის მეორე ტალღის დროს დღეში 4-5 ათასი დადებითი შედეგი რომ გვქონდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი პაციენტი ელოდა პასუხს, რომელთათვისაც ზუსტი და დროული პასუხი უმნიშვნელოვანესი იყო! მორიგეობა რომ მთავრდებოდა, სახლში მაშინაც ვერ მივდიოდი. განა იმიტომ, რომ ვინმე მაჩერებდა - გული არ მითმენდა. ყველა აქ ვიყავით, მთელი "მეგალაბი". გუნდურობა აქ ვისწავლე, მივხვდი, რომ მხოლოდ იმას არა აქვს მნიშვნელობა, რა შეგიძლია, თანაგუნდელსაც უნდა დაეყრდნო, ენდო... როცა იცი, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რამდენი ადამიანი ელოდება შენს პასუხს, დაღლას ვერც გრძნობ. სამაგიეროდ, შინ მისულებს მოცელილებივით გვეძინებოდა. სახლში მიმავალს მეტროშიც ჩამძინებია. მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული არ იყო და მეტროს ბოლო სადგურზე დაცვა, პოლიცია, სასწრაფო ერთად მაღვიძებდა.

- "მეგალაბში" როგორ მოხვდით?

- სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, გენეტიკის მიმართულებით მინდოდა სწავლა. მე-2 კურსიდან გენეტიკის კათედრის ლაბორატორიაში, ასე ვთქვათ, სამეცნიერო სამუშაოში ჩავერთე. პანდემიის პრობლემები რომ დაიწყო, უკვე ვერკვეოდი ამ საკითხში, ვაკეთებდი Pჩღ-ანალიზებს. ვიცოდი, ყველა ლაბორატორიაში კადრების სიმცირე იყო, ამასთან, დიაგნოსტიკაში საკუთარი თავის განვითარების პერსპექტივაც დავინახე. ახლა ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. აქ ისეთი გუნდი გვყავს, ყველანაირ პირობებში რომ შეგვიძლია კარგად მუშაობა. მოვედი, როგორც ჩვეულებრივი სტუდენტი და მუშაობა დავიწყე საშუალო ლაბორანტის პოზიციაზე, ახლა კი დეპარტამენტის მენეჯერი ვარ. ვფიქრობ, "მეგალაბი" ასე რომ არ აფასებდეს და ინდივიდუალურად არ აკვირდებოდეს თანამშრომლების განვითარების შესაძლებლობას, ამდენს ვერ მივაღწევდი. ასე რომ მენდობიან, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა, მეტი შევძლო.

ადრე ვფიქრობდი, უცხოეთში მომიწევს წასვლა-მეთქი, ახლა კი ვიცი, რომ არსად წასვლა არ მინდა, რადგან იდეალურ ადგილას ვარ. "მეგალაბი" ნამდვილად არის მაღალი დონის და ხარისხიანი მომსახურების გარანტი.

თავი 2

"მეგალაბის" პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ექიმმა თამარ ღუჭაშვილმა უცხოელი კოლეგების გულწრფელი აღფრთოვანება მიიღო ზუსტად დასმული ურთულესი და ძალიან იშვიათი დიაგნოზის გამო. ასეთი თანამშრომლისთვის განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა "მეგალაბმაც".

- გახსნის დღიდან "მეგალაბში" ვმუშაობ. ჩემი უშუალო პროფესია ჰემატოპათოლოგია ანუ სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკაა. შევძელი, საზღვარგარეთ ამემაღლებინა კვალიფიკაცია. რაშიც "მეგალაბმა" შემიწყო ხელი. ალბათ, სადიაგნოსტიკოდ უფრო რთული შემთხვევებიც მქონია, მაგრამ რაკი თქვენ კონკრეტული შემთხვევით დაინტერესდით, გიამბობთ... ეს იყო 7 თვის ბავშვის სისხლის პათოლოგია. ძვლის ტვინის ციტოლოგიური გამოკვლევით დავსვით დიაგნოზი. ბავშვს დაბადებიდანვე აღენიშნებოდა ანემია თანმხლები კლინიკური გამოვლინებებით და ჯანმრთელობის პრობლემებით, მაგრამ პრობლემის სათავეს ვერ არკვევდნენ და მკურნალობაც არაეფექტური იყო, მდგომარეობა კი უარესდებოდა. ჩვენ არ გვაქვს პაციენტთან ურთიერთობა. გადაწყვეტილება, მემუშავა პათოლოგიურ ანატომიაში და არა კლინიკურ დარგში, სწორედ იმიტომ მივიღე - ძალიან განვიცდი თითოეული პაციენტის მდგომარეობას. არიან პაციენტები, რომლებიც ითხოვენ, უშუალოდ ჩვენგან გაიგონ დიაგნოზის შესახებ. ამ ბავშვის შემთხვევაშიც ასე მოხდა. რა თქმა უნდა, შევხვდი დედას. ამ დაავადებასთან დაკავშირებით ლიტერატურას გადავხედე.

40-წლიან პრაქტიკაში ასეთი მხოლოდ 350 შემთხვევაა აღწერილი ევროპაში. ეს იყო თანდაყოლილი დისერითროპოეზური ანემია. მონაცემები გერმანიაში გაიგზავნა და დედა იქიდან რომ ჩამოვიდა, "მეგალაბის" ოფიციალურ გვერდზე კვალიფიციური მომსახურებისთვის სამადლობელი წერილი მოგვწერა. გახარებული იყო, რომ საქართველოშიც არიან ისეთი ექიმები, რომელთაც შეუძლიათ რთული და იშვიათი დიაგნოზის დასმა. გერმანიაში უთქვამთ და თვითონაც გამიმეორა, შეიძლება თქვენი კარიერის განმავლობაში ვეღარც შეხვდეთ ასეთ იშვიათ დაავადებასო... რთული პაციენტების სახელები და გვარები ძალიან დიდხანს მამახსოვრდება...

- დიაგნოზის დასმამდე, ფაქტობრივად, ლაბირინთებში დადიხართ... - დიახ, სწორი შედარებაა. მართლაც თითქოს იკარგები კრიტერიუმებში, დიფერენცირებაში... სწორედ ამიტომ განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც სწორ პასუხს აგნებ. ზოგჯერ კლინიცისტი ცუდ დაავადებაზე ეჭვობს, ჩვენგან კი ძალიან კარგ პასუხს იღებს და ეს ბედნიერებაა.

ჩვენი პრაქტიკული საქმიანობა და თეორიული განვითარება უწყვეტი პროცესია. ამის საშუალებას სწორედ "მეგალაბი" გაძლევს. მეც ფინანსურად და მორალურად "მეგალაბი" ამომიდგა გვერდში. ხშირად მიფიქრია, მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე კომპანიის ხელმძღვანელი, ასეთ ახალგაზრდას თუ ვანდობდი ესოდენ მნიშვნელოვან საქმეებს? არ ვიცი, ჯერ ამ კითხვის პასუხი ვერ ვიპოვე... მატერიალური ბაზა ფინანსური შესაძლებლობების პირობებში ადვილი შესაქმნელია, მთავარია, ადამიანი დაინახონ, ახალგაზრდებს დაეხმარონ, განვითარებაში ხელი შეუწყონ. "მეგლაბი" ამას აკეთებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი გეგმა გვაქვს და იმედი, რომ ეს გეგმები განხორციელდება.

თავი 3

უმცროსი ექიმი ხატია სტურუა "მეგალაბში" იმუნოლოგია-ბიოქიმია-ჰემატოლოგიის განყოფილებაში მუშაობს, სადაც ყოველდღე ათასობით ანალიზს აკეთებენ. "ბავშვებს ვენატრები, შინ მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ, მაგრამ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო"," - ამბობს ქალბატონი ხატია.

- "ევექსის" რეზიდენტურა დავამთავრე. სწავლის დროს შევიტყვე, რომ "ევექსი" ხსნიდა ლაბორატორიას, რომელშიც გაერთიანდებოდა ყველა კლინიკა. ეს იქნებოდა საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი მეგალაბორატორია და ვინატრე, ნეტავ, აქ ოდესმე ვიმუშავებ-მეთქი?"ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ "მეგალაბის" დირექტორი მიხეილ დოლიძე იბარებდა "ევექსის" რეზიდენტებს. შეხვედრაზე გვითხრა, ჩვენ გთავაზობთ ევროპულ სტანდარტს, თქვენ არ მოგიწევთ საზღვარგარეთ წასვლა, რომ ნახოთ, როგორ იმუშავებს ესა თუ ის აპარატი. აქ პერსონალი ისეა მომზადებული, გპირდებით, მიიღებთ იმავე დონის განათლებას, რასაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მიიღებდით და ვისაც სურვილი გაქვთ, შემიძლია შემოგთავაზოთ თან სწავლა, თან მუშაობაო. პირველ დღეს, როცა დავათვალიერეთ გარემო, თავი ლაბორატორიულ ზღაპარში მეგონა. სამთვიანი სტაჟირების შემდეგ საშუალო ლაბორანტის პოზიციაზე მიმიღეს, თან ვსწავლობდი.

- პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ყოველდღიურობაში? - არ დამავიწყდება პირველი დღე, როცა დეზობარიერის გავლით შემოვაბიჯე სამსახურში. მეშინოდა სახლში მისვლის, შვილებს არ ვეფერებოდი. პანდემიის რეჟიმით მუშაობას კომპანია მომზადებული შეხვდა. ჩვენს განყოფილებაში არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა, შიდა გადადება არ გვქონია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთ სამსახურში მუშაობ და თავს უსაფრთხოდ გრძნობ.

დღეში ათასობით ანალიზს ვაკეთებთ. თითოეული სინჯარის უკან დგას პაციენტი, რომელიც ელოდება დროულ პასუხს. თავს ვერ გავიმართლებდით, პასუხს გიგვიანებთ, რადგან შემთხვევების რაოდენობამ იმატაო, ამიტომ პანდემიის პირობებში ჩვენი გრაფიკი შეიცვალა, უფრო სწორად - თვითნებურად შევცვალეთ, ფაქტობრივად, მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი სახლში. თუ სხვა ბავშვები ამბობენ, რომ კორონამ მათ გარეთ გასვლის, მეგობრებთან ურთიერთობის უფლება წაართვა, ჩემი შვილები ამბობენ, რომ კორონამ მათ დედა წაართვა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, "მეგალაბმა" კი უფრო გამიმძაფრა ეს სიყვარული. ვფიქრობ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდები თითოეული პაციენტის პასუხს! ბედნიერი ვარ იმ მორიგეობის შემდეგ, როცა ცუდი პასუხები არ მაქვს. როდესაც პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლაში იმარჯვებ, სტრესი აღარც გახსოვს. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელზეც დამოკიდებული ხდები. დიახ, ჩვენი პროფესია ავადმყოფობაზე გამარჯვებაა, ჩვენ, ექიმები კი დამოკიდებული ვართ ამ გამარჯვებაზე.

თავი 4

"ჩემი პროფესია პაციენტებზე ზრუნვაა, "მეგალაბი" კი მაძლევს საშუალებას, საუკეთესოდ გავაკეთო ყველაფერი", - ამბობს ქეთევან გიორგაძე, იმუნოლოგია-ბიოქიმია-ჰემატოლოგიის განყოფილების უმცროსი ექიმი.

- "მეგალაბში" "ევექსიდან" მოვედი, როგორც რეზიდენტი სტუდენტი. მას მერე აქ ვმუშაობ. "მეგალაბი" ლაბორატორიაა, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია თანამედროვეობასა და ხარისხთან, ეს კი გვაძლევს საშუალებას, პაციენტთან მუშაობისას ყველაფერი სწორად და ზუსტად გავაკეთოთ.

პანდემიის მეორე ტალღის განმავლობაში ერთ დღეს 1200 ანალიზი გავაკეთე და გაოცებული ვიყავი, რომ მანქანაზე სწრაფად ვიმუშავე. ჩვეულებრივ, მხოლოდ 500 ანალიზს თუ ვასწრებდი, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში თურმე ადამიანურ შესაძლებლობებსაც აჭარბებ...

- სამომავლოდ სად წარმოგიდგენიათ თავი? - ისევ "მეგალაბში", იმიტომ, რომ ეს არის ლაბორატორია, რომელიც გაძლევს განვითარების საშუალებას. ახლა ჩვენი მთავარი გეგმაა, "მეგალაბმა" მოიპოვოს ჯე-სი-აი სტანდარტი. ეს, ფაქტობრივად, ლაბორატორიების "ოსკარია". სწორედ ამ სტანდარტის დანერგვა გვინდა და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ კიდეც, მერე კი სულ სხვა მასშტაბს შევეჭიდებით - გვექნება საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის უფლება და მთელი მსოფლიოდან ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ჩვენთან ანალიზის ჩატარება, რადგან ეს იქნება მსოფლიოში აკრედიტებული ლაბორატორია. დღეს მსოფლიოში მხოლოდ 42 ასეთი ლაბორატორიაა, ასე რომ, მხოლოდ საქართველოში პირველობა არ გვაკმაყოფილებს, უფრო შორს ვიყურებით.

ეკა სალაღაია

(R)