8 თებერვლიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომი გამოვა - კვირის პალიტრა

8 თებერვლიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომი გამოვა

გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მრავალტომეულის გამოცემა. ქართველ მკითხველთან შესახვედრად ამჯერად მე-4 ტომი ემზადება, რომლის შეძენას 8 თებერვლიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.

სერიის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომი გამორჩეული იქნება იმ მხრივ, რომ იგი მთლიანად დაეთმობა იმ ქართველების ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთში აღმოჩნდნენ და იქ დაიწყეს ცხოვრება-მოღვაწეობა. როგორც პროექტის ავტორი, გიორგი კალანდია, აღნიშნავს ამ ტომში თავმოყრილია ჩვენი მეფეების და თავადაზნაურების ნეკროპოლები, ხელნაწერები, სიწმინდეები და სიძველეები - ყველაფერი, რაც საუკუნიდან საუკუნემდე ჩვენი ქვეყნის ბედნიერ თუ ტრაგიკულ ისტორიას ქმნიდა.

ტრადიციულად, გამოცემის ამ ტომშიც მკითხველს საინტერესო მოგზაურობა ელოდება, ამჯერად რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც არაერთი ქართველის სახელი უკავშირდება და რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება. ეს ადამიანები ხშირად უდიდეს გავლენას ახდენდნენ რუსეთის პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, განათლებასა თუ კულტურაზე. მაგალითად, საინტერესოა, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებლად ვახტანგ მეექსვის ვაჟი, ვახუშტი ბაგრატიონი გვევლინება.

გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის შესასვლელში მისი ბიუსტიც კი იდგა. ისტორიკოსი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბაგრატიონისადმი მიძღვნილ წიგნში წერს: "დიდხანს ვახუშტი ბაგრატიონი, როგორც მეცნიერკარტოგრაფი, რუსეთში და დასავლეთ ევროპაში უფრო მეტად იყო ცნობილი, ვიდრე საკუთრივ საქართველოში".

მეორე ქართველი, რომელიც ახალდაარსებულ მოსკოვის უნივერსიტეტს დიდ თანადგომას უწევდა, ვახტანგ მეექვსის კიდევ ერთი შვილი - გიორგი - იყო. მაშინ, როცა უნივერსიტეტს შესაფერისი შენობები არ ჰქონდა და მთავარ კორპუსში მეცადინეობის დროს იატაკი ჩანგრეულა, სწორედ გიორგი ვახტანგის ძე ბაგრატიონს რუსეთის საგანმანათლებლო ცენტრისათვის 4 000 მანეთი შეუწირავს. ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ისტორიას ქართული სახელები და გვარები. დანარჩენი ცნობები რუსეთში მოღვაწე ქართველების შესახებ სერიის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომში გელოდებათ.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტო-რის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რო-მელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტ-რასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესა-ხებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია-ში.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.