დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომი გამოვა - კვირის პალიტრა

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან ქართველ მკითხველს საშუალება ექნება ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" - მეოთხე ტომს გაეცნოს. ამ ტომის თემა გახლავთ "ქართველები რუსეთში". წაიკითხავთ ტრადიციულად საინტერესო ცნობებს იმ ქართველების შესახებ, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთს დაუკავშირდა. წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის. მისი სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოსკოვის მთავარ ივანე III-ს მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. მთავარმა თავი შორს დაიჭირა, მაგრამ მოგვიანებით საქართველოსა და რუსეთს, რომელიმე სამთავროსა და რუსეთს შორის მოლაპარაკები არაერთხელ შედგა, ბევრჯერ - ჩვენთვის არასასურველი პირობებითა და შედეგით.

სერიის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ამ ტომში იმ ქართველების შესახებ წაიკითხავთ, რომლებმაც რუსეთის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. ტრადიციულად, ამ ტომშიც გელოდებათ უნიკალური ფოტომასალა, ქართული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული საინტერესო ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.