"პორშე ცენტრი თბილისის" კამპანია "შოულ" პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა - კვირის პალიტრა

"პორშე ცენტრი თბილისის" კამპანია "შოულ" პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა

"პორშე ცენტრი თბილისის" მიერ განხორციელებული კამპანია "Soul", რომელიც პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის Taycan-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს, პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI Award-ის გამარჯვებულთა შორისაა.

PRI Award, იგივე Porsche Retail Impulses თავის თავში მოიაზრებს ორიგინალური, განსხვავებული და ინოვაციური იდეის დაგეგმვა-განხორციელებას. კონკურსი ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანას შორის. 2020 წლის PRI-ში 40 კონკურსანტი მონაწილეობდა და მათ შორის "Soul"-ის ინსტალაციამ მეორე ადგილი აიღო.

"Soul-ის კამპანიის დაგეგმვის ამოსავალი წერტილი სწორედ მისი ინოვაციურობა იყო. გვინდოდა, ჩვენი სათქმელი, საზოგადოებისთვის, განსხვავებული გზებით მიგვეწოდებინა. PRI-ში გამარჯვება მთელს გუნდს ძალიან გაგვიხარდა. კამპანიამ, განხორციელების ეტაპზე, ლოკალურ წარმატების მიაღწია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საუკეთესო კამპანიად ასახელებენ მას, ძალიან ბევრ და ძლიერ კონკურსანტებს შორის",- ამბობს "პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგის მენეჯერი თამარ ხოსროშვილი.

ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე "პორშე ცენტრი თბილისისთვის", მისი წარმოჩენისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.

"მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიას საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა. ეს, თავისთავად, დადებითად აისახება, ზოგადად, ქვეყანაზეც. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც კამპანიაში, ნებისმიერ ეტაპზე იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში", – ამბობს პეტრე წაქაძე, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი.

"პორშე ცენტრი თბილისთან" ერთად, ინსტალაციაზე "დოდო დიზაინის" გუნდმა იმუშავა.

(R)