"მაქვს შეგრძნება, რომ ყოველდღიურად ახალ მწვერვალს ვიპყრობ, ვვითარდები და წინ მივდივარ" – KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
"მაქვს შეგრძნება, რომ ყოველდღიურად ახალ მწვერვალს ვიპყრობ, ვვითარდები და წინ მივდივარ" – KIU-ს მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
ნიკოლოზ გოგოლაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. მას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აინტერესებდა მატემატიკა და STEM მიმართულებები. ნიკა მათემატიკოსების ოჯახში გაიზარდა და მის მათემატიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე გავლენა ამანაც იქონია. სკოლის აქტიური მოსწავლე ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, მათ შორის, კინგსისა და ვიტსის ოლიმპიადებზე. გასულ წელს იგი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურს - "M ვექტორის" გამარჯვებულიც გახდა.

ამჟამად, ნიკოლოზი თანატოლებთან ერთად ჩართულია უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტში. მონაწილეობას იღებს KIU Visual Match
Fest-ში, რომელსაც გერმანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან. ახლა უკვე სპიკერის სტატუსით ჩართულია 2021 წლის "M ვექტორის" კონკურსში, სადაც ევალება ახალბედა მონაწილეებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და კონსულტაციის გაწევა. მისთვის განსაკუთრებით სანტერესოა საკუთარი გამოცდილება თანატოლებსა და აბიტურიენტებს გაუზიაროს. სჯერა, რომ სწავლის პარალელურად ყველა ეს პროექტი და აქტივობა
მას წარმატებას მოუტანს და ახალ უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა მოსწონს ის ტემპი, რომლითაც პროგრამას გადის. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მომავალი მათემატიკისთვის უნდა დაეკავშირებინა ადვილად მიიღო, მაგრამ მისთვის ადვილი არ იყო უმაღლესი დაწესებულების არჩევა. საუკეთესო ვარიანტი გერმანია გახლდათ, თუმცა, ენის ბარიერისა და პანდემიის გამო გერმანია მიუღწეველ მიზნად დარჩებოდა, რომ არა უნიკალური შესაძლებლობა, შესაძლებლობა, რომელიც KIU - ს არსებობამ მისცა.

" - საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გამოჩენა, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სწავლების ანალოგიურ მოდელს გვთავაზობს, ჩემი ოცნებების ასრულების დასაწყისად იქცა.
შემდეგ იყო "M ვექტორის" კონკური. მასში მონაწილეობის მიღებამ საშუალება მომცა KIU-ს უფრო ახლოდან გავცნობოდი და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
მაღალკვალიფიციური პროფესორები, ვროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა და სწავლების მოდელი, შესაძლებლობა, შენს ქვეყანაში მიიღო უმაღლესი დონის განათლება, სწორედ, ამ ფაქტორებმა განაპირობეს KIU-ს არჩევა.

სწავლების სწრაფი ტემპიდან და მასალიდან გამომდინარე აქ სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი არ არის დამღლელი და მოსაბეზრებელი, პირიქით მაქვს შეგრძნება, რომ ყოველდღიურად ახალ მწვერვალს ვიპყრობ, ვვითარდები, წინ მივდივარ. ეს მოტივაციას კიდევ უფრო მიზრდის და კიდევ უფრო მეტის მიღწევის სურვილს მიჩენს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო KIU-ს პროფესორების წვლილი. სტუდენტებს გვაქვს სრული ხელშეწყობა, რომ ჩვენი, სტუდენტური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, სიახლეებით სავსე.
ერთი სიტყვით, KIU არის უნიკალური შესაძლებლობა და მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა." - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები