უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“ - კვირის პალიტრა

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი "დავით აღმაშენებელი" გამოიცემა. კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება წიგნი "მთვარის მოტაცებაც".

"დავით აღმაშენებელი" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ კონსტანტინე გამსახურდიას სერიის ფარგლებში გამოიცა და დღეიდან მკითხველს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეძენა სპეციალურ ფასად შეეძლება. წიგნი გაზეთთან ერთად 15 ლარი, ხოლო გაზეთის გარეშე პეციალურ ფასად 13.50 ლარად გაიყიდება.

უკვე გამოვიდა სერიის პირველი წიგნი "მთვარის მოტაცება". დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს წიგნიც 1-ლი მარტიდან სერიის მეორე რომანთან ერთად გამოვა.

"კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. სერიის მეორე ტომი "დავით აღმაშენებელი" (წიგნი პირველი და მეორე) შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. შეგახსენებთ იმასაც, რომ 1-ლი მარტიდან ასევე შეძლებთ სერიის პირველი ტომის "მთვარის მოტაცება" შეძენას სპეციალურ ფასად. მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია "პალიტრა L"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.