"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" - გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო ლიტერატურულ კონკურსს იწყებს!
"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" - გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო ლიტერატურულ კონკურსს იწყებს!
ქართული ლიტერატურის გულშემატკივრები კარგად იცნობენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტს "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელიც უკვე ოთხი წელია ახალი ავტორების აღმოჩენასა და თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. პროექტის არსებობის განმავლობაში ქართველმა მკითხველმა არაერთი ნიჭიერი მწერალი გაიცნო და შეიყვარა. წარმატებული პროექტი დიდი სიახლით ბრუნდება. გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო ლიტერატურულ კონკურსს - "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" - იწყებს!

კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის პირობები :

• კონკურსზე მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.;
• ჟანრი და თემატიკა თავისუფალია;
• კონკურსზე მიიღება როგორც ინდივიდუალური,
ასევე, ჯგუფური პროექტები, მაგ. : მხატვარი და მწერალი; რამდენიმე ავტორი და ა.შ.
• კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი განაცხადი;
• კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა :

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge

განაცხადის ატვირთვიდან ორი დღის განმავლობაში კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

რჩეული ნაწარმოებების შერჩევა გამარჯვებულის გამოვლენა

ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 15 მაისს 20 კონკურსანტს გამოავლენენ, რომლებსაც საშუალება ექნებათ 15 ივნისამდე თავიანთ პროექტებზე იმუშაონ.

15 ივლისს ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით 6 გამარჯვებული გამოვლინდება.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება.

კონკურსის წესები და პირობები დაწვრილებით იხილეთ აქ.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები