გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს
გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს
მოხარული ვიქნებით, თუ ნახავთ ფილმს და გაეცნობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უდიდეს სამეცნიერო გამოცდილებას, წარმატებას, შესაძლებლობებს, - მიმართავს აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფილმს, რომელიც პროექტის - "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია" (CAPTAIN: Science is the Captain) ფარგლებში მომზადდა.

"გაცილებით სასიხარულო იქნება ჩვენთვის, თუ გაგიჩნდებათ სურვილი, გაიზიაროთ და გახდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების უშუალო მონაწილე.

მოგმართავთ აბიტურიენტებს, გაითვალისწინეთ - ჩვენ ვაშენებთ საქართველოს მომავალს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
100-წლოვანი ტრადიციის მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა, უძველესი და უდიდესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი მეცნიერები და სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები მონაწილეობენ გლობალურ და მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია),Fermilab(აშშ) და ა.შ.

ჩვენი
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ყოველთვის უდიდესი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ საქართველოს, ევროპისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტრატეგიული ობიექტების მშენებლობასა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, თავის სტუდენტებს შესთავაზოს სამეცნიერო კვლევები, ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, გადასცეს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რითაც იქმნება რეალური შესაძლობლობა ახალი თაობების მოსაზიდად, დასაინტერესებლად, მომავალი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღსაზრდელად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ყველა პირობა, დაეუფლოთ შრომის ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნად პროფესიებს, ჩაერთოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებში, ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და აზიის ცნობილ უნივერსიტეტებში და ერთდროულად მოიპოვოთ ორი დიპლომი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და 300-მდე საგანმანათლებლო პროგრამა (უმაღლესი და პროფესიული) ხორციელდება 12 აკადემიური ფაკულტეტის, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და 100-მდე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე; სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა კი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს", - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართვაში.

ცნობისათვის, CAPTAIN: Science is the Captain - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტია, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე - "ევროპელ მკვლევართა ღამე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კულტურის პალატის ჩართულობით, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას, წარმატებებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

#სტუ-მეცნიერებაკაპიტანია
https://youtu.be/TMI-bGq-jg8

(R)
Tamuna
20 მარტი 2021 12:51
ძალიან საინტერესოა! მომეწონა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები