"ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები - 1 ლარად" ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი დაემატა!
"ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები - 1 ლარად" ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი დაემატა!
ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად", რომლის უმთავრესი მიზანი მომხმარებელზე ზრუნვა და საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში აღიარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, მოცემული წამლების ჩამონათვალს დაემატა საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი 1გრ/1000მგ. (კომერციული სახელწოდება ტარტრიაქსონი წარმოებული და რეგისტრირებულია ევროკავშირში)

ცეფტრიაქსონი საქართველოში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ, როგორც ცეფტრიაქსონის სახელით, ასევე სხვა კომერციული სახელწოდებით და მისი 1 ფლაკონის საშუალო ღირებულება მერყეობს 10 ლარიდან - 20 ლარამდე.

ვინაიდან
მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 10 ფლაკონს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ფარმადეპოს აფთიაქებში 1 ფლაკონი - 1 ლარად და საბოლოოდ მიიღოს 100 ლარიდან - 200 ლარამდე დანაზოგი.


(R)
ნინო
04 აპრილი 2021 22:38
ნაგავია ეს ლარიანი მედიკამენტები, ჩემი ოჯახის წევრი სვამდა და ისე დაასივა ძლივს დადის ახლა. ოღნდაც რამე გაასაღოთ და ხალხი როგორ აზარალოთ აღარ იცით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები