"ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები - 1 ლარად" ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი დაემატა! - კვირის პალიტრა

"ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები - 1 ლარად" ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი დაემატა!

ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "მედიკამენტები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად", რომლის უმთავრესი მიზანი მომხმარებელზე ზრუნვა და საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში აღიარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, მოცემული წამლების ჩამონათვალს დაემატა საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი 1გრ/1000მგ. (კომერციული სახელწოდება ტარტრიაქსონი წარმოებული და რეგისტრირებულია ევროკავშირში)

ცეფტრიაქსონი საქართველოში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ, როგორც ცეფტრიაქსონის სახელით, ასევე სხვა კომერციული სახელწოდებით და მისი 1 ფლაკონის საშუალო ღირებულება მერყეობს 10 ლარიდან - 20 ლარამდე.

ვინაიდან მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 10 ფლაკონს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ფარმადეპოს აფთიაქებში 1 ფლაკონი - 1 ლარად და საბოლოოდ მიიღოს 100 ლარიდან - 200 ლარამდე დანაზოგი.

(R)