დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა - კვირის პალიტრა

დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა

უკვე დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა, რომელიც სამ თემას აერთიანებს: სახლის სტრუქტურა, უსაფრთხოება და ჯანდაცვა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

შეგახსენებთ, რომ "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 7 ტომში ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს. უკვე გამოიცა ენციკლოპედიის ექვსი ტომი, რომლებმაც არაერთი ქართველი მკითხველის ბიბლიოთეკაში დაიკავა საპატიო ადგილი. დღეიდან კი მკითხველს ბოლო, მეშვიდე ტომის, შეძენა შეეძლება.

ენციკლოპედიის ამ ტომში მოცემული თემები საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით და ყოფით პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

სახლი

სახლის ექსტერიერი და ინტერიერი, სარწყავი სისტემები, გასათბობი მოწყობილობები, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დანიშნულება... - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ენციკლოპედიის მეშვიდე ტომის პირველ ნაწილში გაეცნობით. ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ან ახალი დაწყებული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრება და ტექნიკურ საკითხებში ჯერ ვერ გარკვეულან.

საზოგადოება

ამ ნაწილში წაიკითხავთ, როგორია ქალაქების მოწყობა, ინფრასტრუქტურა და ნომენკლატურა; აქვეა მოცემული დაწვრილებითი ინფორმაცია ეკონომიკის, მართლმსაჯულების, განათლების, რელიგიისა და პოლიტიკის სფეროებიდან, როგორიცაა: ვალუტის სახელწოდებები, აბრევიატურების ნიმუშები, სასამართლო და ციხე, ბიბლიოთეკა და სკოლა, რელიგიათა ქრონოლოგია, ჰერალდიკა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამავე თავში წაიკითხავთ საბრძოლო იარაღების შესახებ - ყველა იარაღი, რაც კი კაცობრიობას ჰქონია უძველესი დროიდან დღემდე.

უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომლის შესახებაც ვიზუალური ენციკლოპედიის ამ ნაწილში წაიკითხავთ, უსაფრთხოებაა. გაიგებთ, როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ხანძარი, როგორ დაიცვათ თავი საფრთხის შემცველ ვითარებაში, რომ თქვენი და სხვების გადარჩენა შეძლოთ.

ჯანდაცვა რას ითვალისწინებს სამედიცინო აღჭურვილობა, რისგან უნდა შედგებოდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი, რამდენი სახეობის წამალი არსებობს და ა. შ. ენციკლოპედიის მეშვიდე ტომში ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ტერმინსა და ილუსტრაციას იხილავთ.

ტრადიციულად, ენციკლოპედიის ეს ტომიც მრავალფეროვანი ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რაც ნივთებისა თუ პირობითი ნიშნების აღწერას უფრო თვალსაჩინოსა და მარტივად აღსაქმელს ხდის. აღსანიშნავია ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ტერმინოლოგიაც, რაც ამ გამოცემას განსაკუთრებულ განსაკუთრებულ პრაქტიკულ დანიშნულებას სძენს.

შეგახსენებთ,ენციკლოპედიის ბოლო, მე-7 ტომის, შეძენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

(R)