2 კვირაში 2 ჯეკპოტი და ერთი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა - 1 297 034 ლარის მოგება ლატარიაში - კვირის პალიტრა

2 კვირაში 2 ჯეკპოტი და ერთი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა - 1 297 034 ლარის მოგება ლატარიაში

ჩვენთან მოგება ადვილია !

მარტის თვე, რომელი საქართველოს ეროვნული ლატარიის საიუბილეო თვეა, განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა ჩვენი მოთამაშეებისთვის, მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში 2 ჯეკპოტი და ერთი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, რომელთა საერთო მოგება 1 297 034 ლარია!

ლატარიაში უპრეცედენტოდ ხშირი და დიდი მოგებების ქრონოლოგია კი ასე გამოიყურება:

• 9 მარტი - "ლოტო 6/42"-ში გათამაშდა ჯეკპოტი 1 015 291 ლარი - საქართველოს ახალი მილიონერი გახდა თბილისელი მარინა კობახიძე, რომელსაც მოგებული ჯეკპოტი უკვე გადაეცა;

• 20 მარტი - ლოტო "5/35 -ოქროს ბურთში" გათამაშდა ჯეკპოტი 211 084 ლარი! ჯეკპოტი მოიგო 65 წლის აბესლომ ზაზაძემ ახალციხიდან, მას მოგებული თანხა უახლოეს მომავალში გადაეცემა.

• 24 მარტი - ლოტო "5/35 -ოქროს ბურთში" - გათამაშდა მეორე საპრიზო კატეგორია 70 659 ლარი, იღბლიანი მოგებულის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, "საქართველოს ეროვნული ლატარია ელოდება მას.

როგორც საქართველოს ეროვნულ ლატარიაში" ამბობენ "ჩვენთან ჯეკპოტის მოგება არც ისე რთული ყოფილა, განსაკუთრებით იღბლიანი და მაქსიმალური მოგებებით დატვირთული მარტის თვე აღმოჩნდა - 2 გათამაშებული ჯეკპოტი და 1 მეორე საპრიზო კატეგორია მხოლოდ 20 დღის განმავლობაში უპრეცედენტო ფაქტია საქართველოს ლატარიის ისტორიაში".

მიუხედავად, გათამაშებული მსხვილი მოგებების, ლატარიის საპრიზო ფონდი მაინც მიმზიდველად გამოიყურება. ამ დროისთვის "ლოტო 6/42"-ის ჯეკპოტი 516 500 ლარი, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 2 ლარია - გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში 20:45 საათზე;

"5/35 -ოქროს ბურთის" ჯეკპოტი ჯეკპოტი უკვე 80 000 ლარი, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 1 ლარია! გათამაშება იმართება ყოველდღიურად ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში 19:45 საათზე;

ტირაჟიანი ლოტოების "ლოტო 6/42"-ისა და "5/35 -ოქროს ბურთის" ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge -ზე, კომპანიის სერვის ცენტრებში, რომლებიც ფუნქციონირება ყველა დიდი სავაჭრო მოლში და ასევე "საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

(R)