გამომცემლობა "პალიტრა L" "დიდი მხატვრების" სერიას იწყებს - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L" "დიდი მხატვრების" სერიას იწყებს

ხმა მიეცით საყვარელ მხატვარს და მიიღეთ მისი ალბომი ყოველთვე

რომ არა დიდი მხატვრობა, კაცობრიობის ესთეტიკურ საგანძურს უეჭველად დიდი ღირებულება დააკლდებოდა. არა მარტო იმიტომ, რომ მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შედევრების ცქერა გვსიამოვნებს; არამედ იმიტომაც, რომ დიდი მხატვრების შემოქმედება ის ღირებულებაა, რომელთანაც ყოველი შეხვედრისას უფრო და უფრო მეტს ვიგებთ სიცოცხლის საიდუმლოებებზე. ამა თუ იმ შედევრის ხილვისას ყოველ ჯერზე სულიერების უფრო და უფრო მეტ სიღრმეში შევდივართ, სადაც სილამაზესთან ერთად სიმშვიდესაც მოვიპოვებთ.

საქართველოში, სადაც ხელოვნება მუდამ პოპულარული იყო, მსოფლიოს აღიარებული მხატვრებით ყოველთვის ინტერესდებოდნენ, მუდამ ცდილობდნენ გასცნობოდნენ მათ შემოქმედებას და ცხოვრებას. კლასიკოსი მხატვრების საყოველთაოდ აღიარებული ნახატები და მათი ასლები არაერთ ოჯახს თუ სამსახურებრივ სივრცეს ამშვენებდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წყალობით ეს ტენდენცია უფრო წახალისდა პოპულარული წიგნების სერია "დიდი მხატვრების" გამოცემით. დიდი მხატვრების შემოქმედების თუ ცხოვრების შესახებ გამოცემულმა ამ უნიკალურმა ალბომებმა საზოგადოების მოწონება იმთავითვე დაიმსახურა, უპირველესად ხარისხისა და ინფორმაციულობის გამო: ამ ალბომებში არა მარტო ამ მხატვრების ცნობილი შედევრების მაღალი ხარისხის ასლები გამოქვეყნდა, არამედ ის ნახატებიც, რომლებსაც ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობდა და ისინი მხოლოდ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებდა.

"დიდი მხატვრების" სერიაში ასევე გაეცნობით ცნობილი მხატვრების ბიოგრაფიას, ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს, რაც მკითხველს ყოველთვის იზიდავს - დიდ ხელოვანთა ცხოვრება ხომ ორმაგად საინტერესო იმიტომაც არის, რომ სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქმნება მათი შედევრები.

ამჯერად გამომცემლობა "პალიტრა L" იწყებს "დიდი მხატვრების" რჩეული სერიის გამოცემას, რომელშიც მსოფლიოში აღიარებულ მხატვართა 12 ალბომი შევა, სერიის შემადგენლობას კი თავად მკითხველის არჩევანი განსაზღვრავს - სერიაში გამოიცემა იმ მხატვართა ალბომები, რომლებსაც მკითხველი შეარჩევს და ხმას მისცემს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სპეციალურ ვებგვერდზე www.palitral.ge.

პროექტში მონაწილეობისთვის მკითხველი უნდა შევიდეს ამ სივრცეში, აირჩიოს აქ განთავსებული მსოფლიოში აღიარებული 30 მხატვრიდან მისთვის სასურველი და დააფიქსიროს თავისი ხმა. ხმათა რაოდენობით გამარჯვებული 12 მხატვრის ალბომი უკვე მაისიდან თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მიეწოდება მკითხველს, ასევე გაიყიდება მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" სპეციალურ ფასად. მხოლოდ მკითხველის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათ შორის: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო თუ სხვები.…ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეიძლება.

ასე რომ, თვალი გადაავლეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას ჩვენს ვებგვერდზე www.palitral.ge და შეაგროვეთ ამ უდიდესი მხატვრების ახალი სერია, რომელიც უსათუოდ დააინტერესებს თქვენი ოჯახის ნებისმიერი თაობის წევრებს - აქ ხომ თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ხელოვნების უპირველესი დანიშნულება ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაა, რაც მშვენიერებასა და სიკეთესთან გვაზიარებს, რითაც ჩვენს შვილებსა და აღსაზრდელებს მივცემთ საშუალებას სულიერი სამყარო უფრო გაიმდიდრონ, მიუახლოვდნენ მარადიულ ღირეულებებს, შეძლონ ცხოვრებასთან ჰარმონიული ურთიერთობა. სწორედ ამისთვის ეს ალბომები საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც.

ასე რომ, არ დაგვავიწყდეს, გამომცემლობა "პალიტრა L" "დიდი მხატვრების" სერიას იწყებს. ხმა მიეცით მას ჩვენს ვებგვერდზე www.palitral.ge, რის შემდეგაც მაისიდან თქვენი საყვარელი მხატვრების შემოქმედება თქვენს სახლში დაიდებს ბინას.

ეთერ ერაძე