უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი "დავით აღმაშენებელი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - კვირის პალიტრა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი "დავით აღმაშენებელი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

გრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა. უკვე გამოვიდა "მთვარის მოტაცება" და რომანის "დავით აღმაშენებელი" პირველი ორი წიგნი, დღეიდან, 29 მარტიდან კი ქართველ მკითხველს 7-ტომეულის მესამე ტომის, "დავით აღმაშენებელი" (წიგნი 3-4), შეძენა შეეძლება სპეციალურ ფასად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად – 15 ლარი.

"დავით აღმაშენებელი" არის არა მხოლოდ რომანი, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის მთელი პარონამა," - აღნიშნავს კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო სიგუა და ამატებს, რომ "ეს მხოლოდ რომანი კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის მხატვრული ასახვაა: თუ როგორი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ იბრძოდა ქართველი მეფე, ქართველი ფეოდალი, ქართველი გლეხი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის. დავით აღმაშენებელი კი ყველა ქართველისთვის არის იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი".

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. სერიის მესამე ტომი "დავით აღმაშენებელი" (წიგნი 3-4 ) 29 მარტს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.