რა არის პოდაგრა? – 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ - კვირის პალიტრა

რა არის პოდაგრა? – 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა "ნიკრისის ქარი" ან "მეფეების დაავადება" - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია, რომელსაც უმეტესად ძველ დროში იყენებდნენ. პოდაგრა ანთებითი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

პოდაგრა ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში შარდმჟავას შემცველობა მუდმივად მაღალია. მისი მთავარი სიმპტომია ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შესიება.

პოდაგრის დროს ჭარბი რაოდენობით შარდმჟავა გროვდება სისხლში და შესაძლოა, ჩალაგდეს სახსრების გარშემო წვეტიანი კრისტალების სახით. ორგანიზმი აღიქვამს ამ კრისტალებს, როგორც "უცხოს" და იწყებს მასთან ბრძოლას, რაც იწვევს სახსრების ანთებას. რეაქცია კრისტალების წინააღმდეგ ცნობილია, როგორც პოდაგრის შეტევა.

იხილეთ 6 რამ, რაც პოდაგრული ართრიტის დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ:

1. პოდაგრის შეტევა - დაავადების მთავარი სიმპტომი

პირველი შეტევა უპირატესად აღმოცენდება ღამით, გამოწვეულია შარდმჟავას დონის უეცარი მომატებით, მაგალითად, დიდი რაოდენობით ხორცის მიღების ან ბევრი ლუდის დალევის შედეგად. სახსრის ტკივილი გამოწვეულია დაზიანებული ადგილის ანთებით და შეშუპებით, შეიძლება გაგრძელდეს საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში. დეტალებს გაეცანით ახალ ქართულენოვან საიტზე პოდაგრის შესახებ: http://www.podagra.ge/

2. სახსრები, რომელსაც პოდაგრა ყველაზე მეტად აზიანებს

ადრეულ სტადიაში პოდაგრა აზიანებს ისეთ სახსრებს, როგორიცაა ფეხის ცერა თითი, ტერფი, მუხლი, იდაყვი, მაჯა და ხელის მტევანი. დროთა განმავლობაში სახსარი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს, რაც, უხეშად დეფორმირებულ სახსრებთან ერთად, იწვევს ქრონიკულ ტკივილსა და ინვალიდობას. პოდაგრულმა ართრიტმა, ასევე, შეიძლება გამოწვიოს თირკმელების დაზიანება და კენჭები თირკმელში. ასევე შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების საფრთხე (ჰიპერტენზია).

3. პოდაგრის მიმდინარეობა და სტადიები

პოდაგრა ყალიბდება წლების განმავლობაში, როგორც შარდმჟავას დონის მომატების (ჰიპერურიკემიის) შედეგი. ამჟამად აღწერილია ავადმყოფობის ოთხი სხვადასხვა სტადია, ესენია - უსიმპტომო ჰიპერურიკემია, პოდაგრის მწვავე შეტევა, პოდაგრის დროდადრო განმეორებად შეტევებს შორის სიმპტომების გარეშე პერიოდი და ქრონიკული პოდაგრა. აღნიშნული სტადიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ახალ საიტზე პოდაგრის შესახებ: http://www.podagra.ge/

4. რამდენად გავრცელებულია პოდაგრა და ვის ემართება

პაციენტების უმრავლესობას პოდაგრა 30-60 წლის ასაკობრივ შუალედში უვითარდება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად (80%) ემართება, ვიდრე - ქალებს, რადგან ქალებში შარდმჟავას დონე უფრო დაბალია მამაკაცებთან შედარებით, თუმცა, ეს მაჩვენებელი იმატებს მენოპაუზის შემდეგ.

5. პოდაგრის მკურნალობა

პოდაგრა ქრონიკული და მრავალსისტემური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მოითხოვს მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას.

შემთხვევათა უმრავლესობაში დიეტის მოწესრიგება არ არის საკმარისი ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას (<6 მგ/დლ) უფრო დაბლა ჩამოსაწევად და პაციენტებს ესაჭიროებათ შარდმჟავას კონცენტრაციის დამაქვეითებელი მედიკამენტის მიღება, რათა შარდმჟავას დონე სამიზნე ნიშნულს ჩამოსცდეს.

კარგია, რომ პოდაგრა მკურნალობას ემორჩილება და შეტევებიც

შესაძლოა თავიდან ავიცილოთ. თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

შარდმჟავას მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, პოდაგრის შეტევები მცირდება და სახსრების დაზიანებაც აღარ ხდება.

ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მკურნალობა, რომელიც ტარდება ხანგრძლივად და ამ მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეგიძლიათ, ამიტომ მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://www.podagra.ge/

6. როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება?

პოდაგრული ართრიტის პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა, რაც ცხოვრების ჯანსაღი რუტინის შემუშავებას გულისხმობს. ჯანსაღმა დიეტამ პურინების დაბალი შემცველობით, ასევე რეგულარულმა ვარჯიშმა, წონაში დაკლებამ შესაძლოა დაგიცვათ პოდაგრის განვითარებისაგან.

პოდაგრის შესახებ ახალ საიტზე http://www.podagra.ge/ -ზე იხილავთ სასარგებლო რჩევებს, მაგალითად, ძალიან კარგია ყოველ დღე, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში, ფეხით სიარული და კვირაში ორჯერ ვარჯიში გაოფლიანებამდე. თუმცა, ვარჯიშის დროს აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება.

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს საკვებში პურინის შემცველობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პურინით მდიდარი პროდუქტების მოხმარების მკვეთრი შემცირება. ასევე, თავის შეკავება ექსტრემალური დიეტებისა და შიმშილისაგან. ხორცის მოხმარება პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკს უკავშირდება (საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი, ხორცპროდუქტები - ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცპროდუქტები, ჰოთდოგები და ჰამბურგერები, ფრინველის - ქათმის და ინდაურის ხორცი, ფრინველისა და ცხოველის ღვიძლი);

მოსარიდებელია ზღვის პროდუქტები - თევზი და ზღვის პროდუქტები (საჭმელი მოლუსკები და კიბოსებრნი; ასთაკვი, ხამანწკა, კრევეტი); პურინით მდიდარი ბოსტნეული (ბარდა, ლობიო, ოსპი, ისპანახი, სოკო, შვრია და ყვავილოვანი კომბოსტო); ალკოჰოლური სასმელი - ლუდი (უალკოჰოლო ლუდის ჩათვლით), და სპირტიანი სასმელები, შაქრიანი გამაგრილებელი სასმელები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.podagra.ge/

სტატია მომზადდა ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისტრუბუშენ ჯორჯიას მიერ.

(R)