დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-6 ტომი გამოვიდა - კვირის პალიტრა

დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-6 ტომი გამოვიდა

უკვე დღეიდან ქართველ მკითხველს საშუალება ექნება ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" - მეექვსე ტომს გაეცნოს. ამ ტომის თემა გახლავთ "ქართველები ავსტრიაში, პოლონეთსა და უნგრეთში". წაიკითხავთ ტრადიციულად საინტერესო ცნობებს იმ ქართველების შესახებ, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა სხვადასხვა მიზეზის გამო ავსტრიას, პოლონეთსა და უნგრეთს დაუკავშირდა. წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის. მისი სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი. ამ ტომშიც გელოდებათ უნიკალური ფოტომასალა, ქართული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული საინტერესო ინფორმაცია.

ახალ ტომებზე ინფორმაციის მისაღებად გამოიწერეთ "გამომცემლობა პალიტრა L"- ის Facebook გვერდი და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დაპრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.