"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა აპრილშიც შესაძლებელია - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა აპრილშიც შესაძლებელია

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები აპრილის თვეშიც შეძლებენ. აქცია, კვლავინდებურად, ტოიოტას სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ავრცელებს.

შეთავაზების პაკეტით - "ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად" სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები "ტოიოტა ცენტრ თბილისში" 100 ლარად შეძლებენ. Toyota VITZ-ის,IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვისაც აღნიშნულ პაკეტზე სპეცფასი 100 ლარი იქნება, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის - 120 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 135 ლარად მიიღებენ.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" აცხადებენ, რომ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ავტონაწილი და აქსესუარი, რომლის შეძენა მომხმარებელს ცენტრში შეუძლია, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვისაა.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებადჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" მისულ მომხმარებელსდა "ტოიოტას" მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ

(R)