ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის" ჯეკპოტის 211 084 ლარის მოგებული?
ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის" ჯეკპოტის 211 084 ლარის მოგებული?
გაზაფხული ყველაზე იღბლიანი ლოტოს მოთამაშეებისთვის აღმოჩნდა, რადგან მარტსა და აპრილში ლატარიაში უპრეცედენტოდ დიდი საპრიზო კოატეგორიები ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდა.
9 მარტს "ლოტო 6/42"-ში ჯეკპოტის 1 015 291 ლარის გათამაშების შემდეგ 20 მარტს ჯეკპოტი 211 084 ლარი ყოველდღიურ ლოტო "5/35 -ოქროს ბურთშიც" გათამაშდა. 24 მარტს, ასევე "5/35-ოქროს ბურთში" მოიგეს მეორე საპრიზო კატეგორია 70 659 ლარი, ხოლო 6 აპრილს მეორე საპრიზო კატეგორია 282 402 ლარი გათამაშდა "ლოტო 6/42"-შიც.

"ლოტო 6/42"-ში ჯეკპოტის 1 015
291 ლარის ჯეკპოტის გადაცემის შემდეგ, "5/35 -ოქროს ბურთის" მოგებული ჯეკპოტი მის იღბლიან მფლობელსაც გადაერიცხა. საქრთველოში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 1 ლარიანი ბილეთით ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგო ახალციხელი აბესალომ ზაზაძეა.
აბესალომ ზაზაძე 65 წლის პენსიონერია და ის ახალციხეში დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისი
ბედნიერების ამბავი უკვე მთელმა ახალციხემ შეიტყო და ოჯახი მოლოცვებსაც იღებს. ბატონი აბესალომი ლატარიას წლებია რაც თამაშობს და მცირე თანხებს სისტემატურად იგებს, ჯეკპოტის მოგების დღესაც მან "5/35 -ოქროს ბურთის" ორი ბილეთი შეიძნა, ორ ლარის ღირებულების ორივე ბილეთმა მას მოგება მოუტანა - ერთმა 50 ლარი, ხოლო მეორე ბილეთმა 211 084 ლარი მოიგო.

მოგების დღეს აბესალომ ზაზაძე "5/35 - ოქროს ბურთის" გათამაშებას 89 წლის დედასთან ერთად უყურებდა, როდესაც მის მიერ მონიშნული ხუთივე რიცხვი დაემთხვა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს და დამატებით ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, ზაზაძეების ოჯახში ყველაზე ბედნიერი წუთები დადგა - ისინი მიხვდნენ რომ იმ წუთიდან მათი ცხოვრება სამუდამოდ უკეთესობისკენ შეიცვალა - მათ ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგეს. ოჯახის ბედნიერი შეძახილები სამეზობლოს ესმოდა, შემდეგ კი აბესალომ ზაზაძის ამბავი მთელ ახალციხეს მოედო.

"მოგებულმა თანხამ სულზე მოგვისწრო" - ამბობს აბესალომ ზაზაძე - "საკუთარი პატარა ბიზნესი მქონდა, მეორედების მაღაზია და სამწუხაროდ მისი დახურვა მომიწია, ბანკის ვალები დაგვრჩა, ოჯახი მეუღლის 200 ლარიანი ხელფასის და დედის პენსიის იმედად დაგვრჩა, არ ვიცი ვერც კი წარმოვიდგენ რა გვეშველებოდა ჯეკპოტი რომ არ მომეგო, მართლა ღვთის წყალობაა, მოგებული თანხით პირველ რიგში ბანკის ვალებს გავისტუმრებ და შემდეგ უკვე პატარა საოჯახო ბიზნეს წამოვიწყებ".

"საქართველოს ეროვნული ლატარია" ულოცავს აბესალომ ზაზაძეს მოგებას და წარმატებას უსურვებს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები