რისთვის ემზადება საქართველო 23 აპრილს?
რისთვის ემზადება საქართველო 23 აპრილს?
თუ თქვენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე შეგ­ხვდათ გა­მოწ­ვე­ვა წიგ­ნის ფო­ტო­ე­ბი­თა და ჰეშ­თე­გით #აჩუ­ქე­წიგ­ნი, იცო­დეთ რომ გა­მოწ­ვე­ვას მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ატ­ვა უდევს სა­ფუძ­ვლად. წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წელს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წეს­და და ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო. თუმ­ცა გა­სუ­ლი პან­დე­მი­უ­რი წლის გამო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ვერ შეძ­ლო. ამი­ტომ წელს, ასე­ვე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­და­წყდა, რომ მთე­ლი აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის "დღე" იქ­ნე­ბა, ხოლო 23 აპ­რი­ლი, რო­მე­ლიც წიგ­ნის
სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, მთე­ლი ამ კამ­პა­ნი­ის გვირ­გვი­ნი.

თა­ვად გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ "დი­ცი­დან" და­ი­წყო. მის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ "დღეს სო­ფელ დიც­ში ჩა­ვე­დით - ოკუ­პა­ცი­ის გამ­ყოფ ხაზ­თან. იქ ორი ელე­ნე გვე­ლო­და - ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი - ელე­ნე ბო­ლა­თა­ე­ვა-მინ­დი­აშ­ვი­ლი და პა­ტა­რა ელე­ნე მინ­დი­აშ­ვი­ლი. ორი­ვეს
ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბი და წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გვინ­და ვაქ­ცი­ოთ, ბიბ­ლუს­თან და ანაგ­რა­მას­თან, სწო­რედ ამ ოჯა­ხი­დან და­ვი­წყეთ და ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვუ­წყვეთ."


წა­მო­წყე­ბა­ზე არ და­ა­ყოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუხ­მაც და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით ფო­ტო­ებს, თუ რო­გორ ჩუქ­ნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს წიგ­ნებს. წიგ­ნის ად­რე­სატ­მა კი სხვას უნდა აჩუ­ქოს წიგ­ნი და ასე კამ­პა­ნია დიდ ჯაჭ­ვურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს. ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში უკვე ჩარ­თუ­ლე­ბია არი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც, მათ შო­რის, მწერ­ლე­ბი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვა­ნე­ბი... ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნე­თი გა­მო­იწ­ვი­ონ, და­ა­ა­ნონ­სონ, რა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბას აპი­რე­ბენ და ასე­ვე ჰეშ­თე­გე­ბით და­წე­რონ, თა­ვად რა წიგნს ისურ­ვებ­დნენ სა­ჩუქ­რად.

ინი­ცი­ა­ტი­ვის უფრო მეტი მას­შტა­ბუ­რო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც, ეს ეხე­ბა რო­გორც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებს, ისე კერ­ძო სექ­ტო­რის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ლებს. ამ მხრივ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო "ბიბ­ლუ­სის" პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. მათ წიგ­ნე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს წიგ­ნის აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭერ კომ­პა­ნი­ებს "გალფ­სა" და "გორ­გი­ას". გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩაბ­მუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კი ახლა სხვა კომ­პა­ნი­ებს გა­უგ­ზა­ნი­ან წიგ­ნებს.


გარ­და იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს აჩუ­ქე­ბენ წიგ­ნებს, ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თვა მათ სხვაგ­ვა­რა­დაც შე­უძ­ლი­ათ. 23 აპ­რილს ან მა­ნამ­დე დამ­საქ­მებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­შრომ­ლებს აჩუ­ქონ წიგ­ნე­ბი და ამ ფორ­მით, უფრო მას­შტა­ბუ­რად ჩა­ერ­თონ კამ­პა­ნი­ა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჩუ­ქა­რი სიმ­ბო­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რაც იყოს და კომ­პა­ნი­ამ ამ ფორ­მი­თაც გა­მო­ხა­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა.

თა­ვად ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის მუდ­მი­ვად მზად არის კომ­პა­ნი­ებ­სა თუ რი­გით ადა­მი­ა­ნებს გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩარ­თვა­ში და­ეხ­მა­როს. "ჩემი მხრი­დან რა სა­ჭი­რო­ე­ბაც იქ­ნე­ბა: სოფ­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, კომ­პა­ნი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს და­ეხ­მა­რონ წიგ­ნით, პირ­ველ ხაზ­ზე ვარ", - აღ­ნიშ­ნავს კე­კე­ლი­ძე.


მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვამ მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღოს და ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა და გა­ხა­რე­ბა შეძ­ლოს, ვი­საც წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის და­წე­სე­ბა და მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს, რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია და მისი ჩუ­ქე­ბით მე­გო­ბარს, ოჯა­ხის წევ­რს, თა­ნამ­შრო­მელს და ბავ­შვებ­საც კი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებთ.

#აჩუ­ქე წიგ­ნი

#აპ­რი­ლი­წიგ­ნის­ჩუ­ქე­ბის­თვეა

#23აპ­რი­ლი

(R)
ხატია
14 აპრილი 2021 15:31
წიგნის ჩუქება კარგია, მაგრამ ჯერ ერთი წამკითხველი უნდა იყოს და მეორე გააჩნია წიგნს! 21 საუკუნის ადამიანს ილიკო და ილარიონი უნდა ან მსგავსი შინაარსები? როდის უნდა დაიძრას ეს ქვეყანა რამენაირად ცივილიზაციისკენ?

რუბრიკის სხვა სიახლეები