რა სიახლეებს სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მომავალ სტუდენტებს - ინტერვიუ რექტორ სეფფეთ ბაირაქთუთანთან - კვირის პალიტრა

რა სიახლეებს სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მომავალ სტუდენტებს - ინტერვიუ რექტორ სეფფეთ ბაირაქთუთანთან

აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, უნივერსიტეტები მომავალ სტუდენტებს დიდი მოლოდინით ელიან. დატვირთული 2020 წლის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს ახალი გამოწვევებით ხვდება. 26 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალი და გამოცდილი ლექტორები და სწავლაზე ორიენტირებული გარემო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექოტრი სეფფეთ ბაირაქთუთანი აბიტურიენტებისთვის საინტერესო სიახლეებზე გვესაუბრა:

- რამდენი წელია ქართულ ბაზარზე არსებობს და რით არის გამორჩეული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო რუკაზე 26 წელია რაც მკვეთრად გამორჩეული ნიშა აქვს. იბსუ იყო პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც სრულიად ინგლისურენოვანი პროგრამები შესთავაზა სტუდენტებს; ქართულენოვანი პროგრამები შემდგომ - 2010 წლიდან გავხსენით. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ინგლისურ ენაზე განათლების მიღების აკადემიური გამოცდილებაა დაგროვილი, ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და შესაძლებლობას აძლევს ადვილად დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

- ბატონო საფფეთ, რა არის IBSU-ს მიზანი?

იბსუ მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზიდად. გვინდა, მხოლოდ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაში კი არ ვუწყობდეთ ჩვენ სტუდენტებს ხელს, არამედ, უცხოელ სტუდენტებსაც ის გარემო დავახვედროთ, რაც ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებშია.

ჩვენი მიზანია სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩავრთოთ უფრო მეტ კვლევით პროექტებში, გავზარდოთ ინტერნაციონალიზაცია - მოვიზიდოთ მეტი უცხოელი პროფესორი გამოცდილების გასაზიარებლად, ჩავრთოთ სტუდენტები მეტ ინოვაციურ პროექტებში, გავაფორმოთ მეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ორმაგი ხარისხის დიპლომები.

ძალზედ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტის სახელი, ხარისხიანი განათლების, ეფექტური მენეჯმენტისა და კვლევების მხრივ ლიდერის პოზიცია და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.

- გვესაუბრეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, რომელი პროგრამები დახვდებათ თქვენთან მოსულ აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლება სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე მიმდინარეობს და შესაბამისად, 15 საბაკალავრო, 9 სამაგისტრო და 4 სადოქტორო ორენოვანი პროგრამა გვაქვს. არსებული პროგრამები სტუდენტს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამებს და დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით და პრაქტიკოსი სპეციალისტებით. საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიანი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.

საბაკალავრო პროგრამები:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შემდეგი პროგრამებით: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ტურიზმი, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, არქიტექტურა.

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი შემდეგი პროგრამებით: ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა.

სამართლის ფაკულტეტი შემდეგი პროგრამით: სამართალმცოდნეობა.

სამაგისტრო პროგრამები:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შემდეგი პროგრამებით: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, კომპიუტერული მეცნიერება.

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი შემდეგი პროგრამებით: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ინგლისური ფილოლოგია განათლების ადმინისტრირება, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები, ზოგადი განათლების ადმინისტრირება.

სამართლის ფაკულტეტი შემდეგი პროგრამით:

შედარებითი კომერციული სამართალი

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამის გარშემო არსებობს ინტერესი და მოთხოვნა. ეს იქნება კომპიუტერული მეცნიერებები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ამერიკისმცოდეობა, არქიტექტურა თუ სხვა. თითოეულზე არსებული მოთხოვნა გვიბიძგებს კიდევ ვიფიქროთ სხვა პროგრამების დამატებაზე. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, მეორე წელია, დავამატეთ ინგლისურენოვანი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და რომლის მიმართ ინტერესი უცხოელებშიც მაღალია.

- აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო, რა სიახლით იქნება წარმოდგენილი წელს IBSU ?

საგანმანათლებლო საქმიანობა დინამიური, სიახლეებით სავსე პროცესია და ვცდილობთ სტუდენტებს ახალი შესაძლებლობების კარი გავუღოთ და განვითარების ასპარეზი მივცეთ, ეს იქნება სოციალური თუ პროფესიული გზით. ასევე, წავახალისოთ ისინი კვლევით საქმიანობაში.

სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლის დაფინანსების და გრანტების მოქნილი და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა, რაც სტუდენტებს აძლევს მეტ მოტივაციას დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და გახდნენ ასევე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები. შიდა გრანტები მოქმედებს როგორც სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებზე, ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, FLEX პროგრამის მონაწილეებისთვის, ეროვნულ-სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებისთვის, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის, გვაქვს შეღავათები ოჯახის წევრებზე, თუმცა ამ გრანტს შენარჩუნება სჭირდება, რაც განსაზღვრულია წლიური საშუალო აკადემიური მაჩვენებლით. უნივერსიტეტში მოქმედებს ასევე სწავლის გადასახადის მოქნილი სისტემა.

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების სიმრავლით გამოირჩევა, რამდენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს IBSU და წლის განმავლობაში რამდენი ბავშვი მიდის საზღვარგარეთ?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, გაცლითი პროგრამებით, ევროპის, ამერიკისა თუ აზიის პარტნიორ უნივერისტეტებში, წელიწადში, 80-მდე სტუდენტი მიდიოდა (პანდემიამდე). ამის შესაძლებლობას გვაძლევს ERASMUS+ -ის თუ DAAD პროგრამები, ასევე ბილეტარული შეთახმებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი სტუდენტები სწავლის გადასახადისგან თავისუფლდებიან მასპინძელ უნივერსიტეტებში. იბსუ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ მიმართულებას და ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიღრმავოს ცოდნა, დააგროვოს გამოცდილება და შემდგომ უკვე მაღალი კვალიფიკაცით ემსახუროს ქვეყანას. არსებული პროგრამების ფარგლებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რაც მათი პროფესიული განვითარების საწინდარია.

- როგორ გაუმკლავდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პანდემიის გამო გამოწვეულ სირთულეებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება არ გასჭირვებია და შეუფერხებლად გადავიდა ონლიან სწავლებაზე. ამ პროცესში, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ, ამასთან, ტექნიკური მზაოდა უკვე არსებობდა ვინაიდან, IBSU სასწავლო პროცესში აქტიურად ნერგავს Gოოგლე-ის ლიცენზირებულ პლატფორმებს, ამიტომ, სალექციო პროცესი ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს ჰიბრიდულად - ნაწილი ადგილზე, ნაწილი ონლაინ რეჟიმში.

პანდემიამ ნათლად დაგვანახა დისტანციური სწავლების დანერგვის საჭიროება. დღევანდელი განათლების სისტემა გვთავაზობს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, ხოლო დისტანციური სწავლება სტუდენტებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს უწყვეტი განათლების მისაღებად ნებისმიერი ადგილიდან და სასურველ დროს, ამიტომ დისტანციური სწავლება გამოირჩევა უფრო მეტი მოქნილობით, დროის ეფექტურად გადანაწილების თვალსაზრისით.

- როგორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება?

უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს დელეგატი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტუდენტების ინტერესის გათვალისწინებითა და მათი მხარდაჭერით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 30-მდე სტუდენტური კლუბი, რომლის გარშემოც სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუდენტი ერთიანდება და სტუდენტების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით სისტემატურად ორგანიზებას უწევს საჯარო ლექციებს, აქტუალური თემების გარშემო დისკუსიებს, ვორქშოფებს, ინტელექტუალურ თამაშებს და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, სოციალურ-კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რაც მრავალფეროვანს ხდის სტუდენტურ ცხოვრებას.

- რამდენად ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტს შრომით ბაზარზე დასაქმების მხრივ?

უნივერსიტეტში უკვე წლებია ფუნქციონირებს კარიერის დაგეგმვის სამსახური, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს სტუდენტებს მოტივაციის ამაღლებასა და მათი სამომავლო კარიერული ხედვის ფორმირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და დასაქმებაში. კარიერის დაგეგმვის სამსახურს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კომპანიებთან და მათთან მჭიდრო კავშირის მეშვეობით სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების ადგილებს. ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან წამყვან პოზიციებზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

უნივერსიტეტში ასევე წლებია აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტმენტი, რომლის მიზანია ითანამშრომლოს უნივერსიტეტის კურსადმთავრებულებთან, მათი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვის, შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციისა და ამ მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული დეპარტამენტი ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის, რათა უზრუნველყოს მათი სამომავლო გეგმების ხელშეწყობა და გააღრმაოს ურთიერთობები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის.

(R)