ლატარიაში სენსაციური მოგებები გრძელდება. გუშინ ყოველდღიურ ლოტო "5/35 -ოქროს ბურთში" ამ გაზაფხულზე მესამე ჯეკპოტი 56 365 ლარი გათამაშდა. საქართველოს ლატარიის ისტორიაში პირველად უმაღლესი საპრიზო კატეგორია ორმა ბილეთმა გაინაწილა და თითოეულის მოგებამ 28 182 ლარი შეადგინა."5/35 - ოქროს ბურთის" 911-ე ტირაჟის მომგებიანი კომბინაციაა: 4, 2, 34, 8, 29, ხოლო მოგებული ბილეთები შეძენილია "საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში ბათუმსა და ზუგდიდში."საქართველოს ეროვნული ლატარია" ულოცავს ჯეკპოტის მოგებულებს.შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე ლატარიაში უკვე მე-4-ე ჯეკპოტი მათ შორის 1 015 291 ლარი და ორი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მხოლოდ მარტსა და აპრილში კი მოგების სახით გაცემულია 4 300 000 ლარი!თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს მოგება კი შეუძლია ყველას!