"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს - მოგებული ბინით დასაჩუქრდება - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს - მოგებული ბინით დასაჩუქრდება

"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს. მომხმარებელს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ბინა "ვივა დეველოპმენტში". ამისათვის კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მომხმარებელმა გზავნილი "საქართველოს" ბანკის ნებისემირ არხში - ფილიალში, მობილბანკში, ინტერნეტბანკში, გადახდის აპარატით ან ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით მიიღოს. ამის შემდეგ ის ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს შანსს მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, თვის ბოლოს კი ბინა "ვივა დეველოპმენტისგან" დიღმის კომპლექსში.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია "ვესტერნ იუნიონის", "რიკოგრამის", "მანიგრამის", "კონტაქტის", "ინტელექსპრესის", "ზოლოტაია კორონას", "უნისტრიმის ან რიას მეშვეობით".

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2 გამარჯვებული, ვისაც საანგარიშო თვის ბოლოს ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ჰქონდა მიღებული. მათ უკვე გადაეცათ ბინა "ვივა დეველოპმენტის" დიღმის კომპლექსში.

აღსანიშნავია, რომ გათამაშება 30 აპრილს დასრულდება.

(R)