"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს - მოგებული ბინით დასაჩუქრდება
"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს - მოგებული ბინით დასაჩუქრდება
"საქართველოს ბანკი" გზავნილების გათამაშებას აგრძელებს. მომხმარებელს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ბინა "ვივა დეველოპმენტში". ამისათვის კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მომხმარებელმა გზავნილი "საქართველოს" ბანკის ნებისემირ არხში - ფილიალში, მობილბანკში, ინტერნეტბანკში, გადახდის აპარატით ან ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით მიიღოს. ამის შემდეგ ის ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს შანსს მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, თვის ბოლოს კი ბინა "ვივა დეველოპმენტ
ისგან" დიღმის კომპლექსში.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია "ვესტერნ იუნიონის", "რიკოგრამის", "მანიგრამის", "კონტაქტის", "ინტელექსპრესის", "ზოლოტაია კორონას", "უნისტრიმის ან რიას მეშვეობით".

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2 გამარჯვებული,
ვისაც საანგარიშო თვის ბოლოს ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ჰქონდა მიღებული. მათ უკვე გადაეცათ ბინა "ვივა დეველოპმენტის" დიღმის კომპლექსში.

აღსანიშნავია, რომ გათამაშება 30 აპრილს დასრულდება.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები