"ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს - კვირის პალიტრა

"ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

საქართველოს სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წარმატებულმა და წამყვანმა კომპანია "ლუტეცია ჯფუფმა" ვაფხანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდი დაარსა.

ფონდის მიზანია, კომპანიამ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში შეუწყოს ხელი. "ლუტეციას" სურს, საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მეტად გაუჩნდეთ სურვილი მომავალი თაობების განათლებაში ჩადონ ინვესტიცია.

კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი ვახტანგ ფხაკაძე, მრავალი წელი, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურებოდა. ბიზნეს საქმიანობის მიღმა, ქველმოქმედება მისი მთავარი გატაცება იყო. 2020 წელს ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა, თუმცა მისი ხედვის და საქმის გასაგრძელებლად "ლუტეცია ჯგუფის" ფონდი, ახალგაზრდებს განათლების მიღებაში დაეხმარება.

კომპანიას სჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ფონდის საქმიანობის ფარგლებში, "ლუტეცია" ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და მათ მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.

საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა 23 აპრილს, სიმბოლურად, ვახტანგ ფხაკაძის დაბადების დღეზე. "ლუტეცია ჯგუფი" საკუთარი მოგების ნაწილს რეგულარულად გადარიცხავს ფონდში. ასევე, კომპანიის კარი მუდმივად ღია იქნება ნებისმიერი ქველმოქმედების მსურველისთვის. "ლუტეცია" ყოველ წელს, ამავე დღეს, საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს, თუ რა გაკეთდა წლის განმავლობაში და რამდენმა ადამიანმა შეძლო სწალის გაგრძლება.

"ლუტეცია ჯგუფი" საქართველოს სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. საძირკველი და ფილოსოფია, რომელზეც კომპანიის შენება დაიწყო, არის არა მხოლოდ სიახლეებისა და განვითარებისკენ სწრაფვა, არამედ მშვენიერების და ახალი პერსპექტივების შემოტანა ადამიანების ცხოვრებაში.

"ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, შრომა და სიყვარული იმ საქმისა რასაც აკეთებ" - ამბობდა ვახტანგ ფხაკაძე.

"ლუტეცია" ვახტანგ ფხაკაძის იდეოლოგიითა და ჩანაფიქრებით აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ბევრ სიახლეს პირდება.

(R)