"ტოიოტა ცენტრ თბილისის" საგაზაფხულო შეთავაზება მაისშიც გაგრძელდება
28-04-2021
"ტოიოტა ცენტრ თბილისის" საგაზაფხულო შეთავაზება მაისშიც გაგრძელდება
"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მომხმარებელი ფიზიკური პირები საგაზაფხულო შეთავაზებით მაისშიც ისარგებლებენ და ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ისევ 240 ლარად მიიღებენ. საგაზაფხულო აქცია ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულ მოდელზე ვრცელდება.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე განმარტავს, ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილებას მომხმარებელი ზეთის დროული შეცვლით შეძლებს.

"ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის რეკომენდებული სტანდარტი 80 000 კმ გარბენია. თუ
მომხმარებელი თადარიგს დაიჭერს და გადაცემათა კოლოფში ზეთს დროულად შეცვლის, ორმაგად მოგებული დარჩება: პირველ რიგში, სრული მომსახურებისთვის მხოლოდ 240 ლარს გადაიხდის, რაც ნამდვილად ხელსაყრელი ფასია, და მეორე - ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის მსუბუქ, უსაფრთხო და ეკონომიურ მუშაობას, რითაც საბოლოო ჯამში, ავტომობილის ექსპლუატაციის
ვადა გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საგაზაფხულო შეთავაზება ტოიოტას ყველა ჰიბრიდზე ვრცელდება", - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე განცხადებით, "ტოიოტა ცენტრ თბილისში" ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას "ტოიოტას" მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ, მომხმარებელს პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?