სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს
05-05-2021
სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს
ლატარიის თამაშით თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.

სააღდგომოდ "საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" მხარდაჭერით ორმოცდაათ მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცს კვების ვაუჩერები და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.


"კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულობით ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ამ მიმართულებით საზოგადოების ყველაზე უმწეო წარმომადგენლების დახმარებაა. სწორედ ამიტომ მარტოხელა მოხუცები სააღდგომოდ გავახარეთ, მათ დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ" -
ამბობს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.

82 წლის სარიმან გოგიშვილი ჩუღურეთის რაიონში ნახევრად ბარაკში ცხოვრობს, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე კი პატიმარი. ის სრულიად მარტოა, არც შვილიშვილები ჰყავს და არც ნათესავი. "წამლებზე ძლივს მივდივარ ხოლმე, მხოლოდ პენსიით ვარსებობ, თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნა არის შვილებო"-თვალცრემლიანი
გვიყვება თავისი მძიმე მოხუცებულობის შესახებ სარიმან გოგიშვილი.


სრულიად მარტოა 65 წლის რაულ ტეფნაძეც, მას არც შვილები ჰყავს და ნათესავების შეწუხებაც არ უყვარს, ზემო ავლაბარში დროისგან დანგრეულ სახლში ცხოვრობს და წარსულ ცხოვრებაზე გულანთებული საუბრობს - "ანსაბლში ვცეკვავდი, ბევრს ვმოგზაურობდი და სამწუხაროდ ოჯახის შექმნისთვის ვერ მოვიცალე, ეხლა გულიც მაწუხებს, ჩემი გულის მხოლოდ 20%-ი მუშაობს, თქვენი საჩუქარი ამ სააღდგომოდ ჩემთვის ძალიან საჭირო და სასიხარულოა".

ნანი კაპანაძე აფხაზეთიდან დევნილია, თბილისში მარტო ნესტიან და უფანჯრო ბინაში ცხოვრობს, მხოლოდ პენსიას იღებს და თავი თვიდან თვემდე კეთილი ადამიანების დახმარებებით გააქვს. "ინვალიდი ვარ ბებო, მთელი პენსია წამლებში მიდის, რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა სააღდგომოდ ჩემი ასეთი გახარებისთვის" - თვალცრემლიანი გვეხუტება მადლობის ნიშნად ნანი ბებია.


და ასე, ყველა იმ 50 მუხუცებულს, ვისაც სააღდგომოდ ვესტუმრეთ, საკუთარი ისტორია აქვს, მოგონებებით, გაჭირებით და ტკივილით გაჯერებული, თუმცა მათ გულებში უდიდესი სიკეთე და მადლიერების გრძნობა ვერც დრომ და ვერც მძიმე ცხოვრებამ ვერ დაჯაბნა. მათი მადლიანი დალოცვა სააღდგომოდ კიდევ დიდხანს გაგვყება ჩვენ, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ლატარიის თამაშით ამ საოცარ ადამიანებს დაეხმარა.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?