24 მაისს "დიდი მხატვრების" სერიას ვან გოგის ალბომი გახსნის
10-05-2021
24 მაისს "დიდი მხატვრების" სერიას ვან გოგის ალბომი გახსნის
"ვან გოგმა სიცოცხლეში ერთი ნახატი გაყიდა, მაგრამ დღეს მისი ტილოები მილიონები ღირს. ამ და სხვა საინტერესო ფაქტებს ლეგენდარულ მხატვარზე, მის ნაცნობ და უცნობ ნახატებს "დიდი მხატვრების" პირველ ალბომში სულ მალე იხილავთ"

მხატვრობა სამყაროს შეცნობაა, რომელიც იქმნება ადამიანის ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად. ის ერთდროულად ოცნებაცაა და მეხსიერებაც, რაღაც საშუალო აზრებსა და მატერიალურს შორის. ნახატებში ჩვენ ვხედავთ საგნებსა და ნივთებს ისეთს, როგორიც იყო მაშინ, როდესაც მათ სიყვარულით უყურებდნენ. ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს,
რომლის უკან მათი შემქმნელების ამბები იმალება. მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ტილოების თვალიერებისას გიჩნდება განცდა, რომ თითქოს შენც მათი სამყაროს ნაწილი ხდები. სწორედ ამიტომაა ასეთი პოპულარული ხელოვნების ეს დარგი.

გამომცემლობა "პალიტრა L" "დიდი მხატვრების" სერიის გამოცემას იწყებს. მკითხველს ერთი თვის განმავლობაში შეეძლო ხმა მიეცა საყვარელი მხატვრისთვის ინტერნეტის
საშუალებით და სწორედ მკითხველის რეიტინგის მიხედვით, პირველი ალბომი ყველაზე იდუმალ მხატვარს " ვან გოგს მიეძღვნება.

"დიდი მხატვრების" პირველი ალბომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 24 მაისიდან გამოვა. ალბომის სპეციალური ფასი " 15 ლარია. გაზეთთან ერთად " 16.50 ლარი. წიგნს საჩუქრად მოჰყვება 60X27 ფორმატის ვან გოგის ნახატის " "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" პოსტერი და 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლითაც შეძლებთ­ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის კანვასი, თქვენთვის სასურველი მხატვრის რეპროდუქციით. კანვასი მაქსიმალურადაა მიახლოებული ორიგინალთან. თვეში ერთხელ შეგეძლებათ უკვე ნაცნობი ან უცნობი მხატვრების ნახატები დაათვალიეროთ და მათ ბიოგრაფიებს გაეცნოთ, ასევე ხმა მისცეთ და აირჩიოთ თქვენი საყვარელი მხატვარი საიტზე­ www.palitral.ge/mkhatvrebi..

ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებისთვის იდუმალება ჩვეული ამბავია, თუმცა ის არაფერია მის ცხოვრებისეულ საიდუმლოებებთან შედარებით. ვან გოგის შესახებ შეუძლებელია დაბეჯითებით და მტკიცებით საუბარი. მას მღვდლობა სურდა, რის გამოც ბელგიაში წავიდა და მქადაგებლის დამხმარედ დაიწყო მუშაობა, მაგრამ 27 წლის ასაკში თავის ნამდვილ მოწოდებას მიაგნო და ფერწერას მიჰყო ხელი.

10 წლის განმავლობაში ვან გოგმა 900 ტილო და 1 200 ფურცელზე შესრულებული ნახატი შექმნა. კვირაში დაახლოებით ხელოვნების ორ ნიმუშს ქმნიდა. ერთ ნახატს საშუალოდ 36 საათს ანდომებდა. თეო ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ძმას მუდამ მხარში ედგა და ეხმარებოდა როგორც ფინანსურად, ისე სულიერად. ის იმდენად მიჯაჭვული იყო ვინსენტზე, მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე თვითონაც მალე დაასრულა.

ცნობილი ნახატი "ვარსკვლავებიანი ღამე" ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფანჯრიდან დანახული პეიზაჟია. როგორც ცნობილია, ვან გოგს ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა და ეპილეპტიკი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მხატვარმა თავი მოიკლა, თუმცა ხორბლის ყანაში, სადაც ის სახატავად დადიოდა და მოლბერტი და ფუნჯები იმ ჯერზეც წაღებული ჰქონდა, ვერ იპოვეს იარაღი. მეორე ვერსიით, რომელსაც ისტორიკოსები უფრო სარწმუნოდ მიიჩნევენ. ვინსენტს ტყვია შემთხვევით მოხვდა, როცა უფროსი ძმა უმცროსს თოფის სროლას ასწავლიდა. დაჭრილმა ვინსენტმა შინ მისვლას ორი დღე მოანდომა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "მწუხარება სამუდამოდ გრძელდება".

"მზესუმზირები" ვან გოგის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ბევრმა არ იცის, რომ "მზესუმზირების" თერთმეტი ვერსია არსებობს. თავიდან მხატვარი მზესუმზირებს იმ მიზნით ხატავდა, რომ თავისი სახლი არლიში პოლ გოგენის მოსვლისთვის გაელამაზებინა.

ვან გოგმა სიცოცხლეში ერთი ნახატი გაყიდა, მაგრამ დღეს მისი ტილოები მილიონები ღირს. ამ და სხვა საინტერესო ფაქტებს ლეგენდარულ მხატვარზე, მის ნაცნობ და უცნობ ნახატებს "დიდი მხატვრების" პირველ ალბომში სულ მალე იხილავთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?