ვოლტი უკვე წყნეთშია!
10-05-2021
ვოლტი უკვე წყნეთშია!
6 მაისიდან მომხმარებელს საშუალება აქვს ვოლტის მომსახურებით წყნეთშიც ისარგებლოს. წყნეთში ვოლტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 30-მდე ობიექტი იქნება, მათ შორის რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და მაღაზიები.

"რეგიონული გაფართოება და ვოლტის სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გვიხარია, რომ წყნეთში ზაფხულის აქტიური სეზონის დაწყებამდე შევდივართ და შევძლებთ ჩვენი მომხმარებლისთვის ქალაქგარეთ გატარებული დღეები ბევრად კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“- აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის რეგიონალური მენეჯერი.

ასე რომ, ვოლტით გემრიელი კერძების, პროდუქტების, მედიკამენტებისა და სხვა მრავალი
პროდუქტის შეკვეთა უკვე წყნეთშიც შეგიძლიათ, 24/7-ზე.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 150-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 40 000-ზე მეტ რესტორანსა და 90 000-ზე მეტ პარტნიორ
კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ახლა უკვე წყნეთის რესტორნებიდან და ობიექტიდანაა შესაძლებელი, ვოლტის სერვისით ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?