კარაგანდაში შპს "ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა - კვირის პალიტრა

კარაგანდაში შპს "ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ ჰყავს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა "ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლვა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე. მთელი პროცესი მიმდინარეობს დახურულ ციკლში, ქიმიური რეაგენტებისა და წყლის გამწმენდი უზარმაზარი ავზების გამოყენების გარეშე, რასაც თავის მხრივ მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ზემოქმდება, ამცირებს წარმოების ვადებს და ხარჯებს, რომლებიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენენ მზა პროდუქტის თვითღირებულებაზე. წარმოების სრულად ავტომატიზირების წყალობით შესაძლებელი გახდა წარმოების მაღალი მაჩვენებლების მიღწევა: დღეის მდგომარეობით გამამდიდრებელი ფაბრიკის წარმოების წლიური მაჩვენებლი შეადგენს 2 000 000 ტონა ნახშირის კონცენტრატს.

მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და დკვირვება ტექნოლოგიურ პროცესებზე მთიანად ავტომატიზირებულია და ხორციელდება ოპერატორების მიერ წარმოების მართვის ცენტრიდან , რაც საშუალებას გვაძლევს თავდაჯერებით ვამტკიცოთ რომ კარაგანდის ქარხნის მიერ წარმოებული ნახშირის კონცენტრატი აკმაყოფიებს ყველა საჭირო საერთაშორისო სტანდრტს.

საწარმო აშენებულია ნულიდან , რამაც საშუალება მოგვცა გაგვეთვალისწინებინა ყველა ნიუანსი მაღალი მაჩვენებლების მისღწევად: ჩვენი პროდუქცია არის ხარიხიანი და კონკურენტულუნარიანი ორგანულ ენერგომატარებლების საერთაშორისო ბაზარზე. განაცხადა შპს "ქაზ კარბონის“ აქციონერმა იარლან ნიგმატულინმა.

როგორც შპს "ქაზ კარბონის“ აქციონერმა დავით ქემერტელიძემ განაცხადა, ნახშირის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის პროექტის განხორციელება 1 წელზე ნაკლებ დროში რაც არის როგორც კომპანიის გუნდის კარგად კოორდინირებული და თავდაუზოგავი მუშაობის დამსახურება, ისე დამფუძნებელთა მდიდარი გამოცდილება ყაზახეთში დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.

"ჩვენთვის ეს არ არის პირველი მსგავსი პროექტი ყაზახეთში, ადრე უკვე გნვახორციელეთ ასეთი მასშტაბის საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება და პრაქტიკაში დავრწმუნდით რომ ქვეყანას აქვს უნიკალური საინვესიტიციო კლიმატი და მდიდარი ნედლეულის ბაზა მაღალი ღირებულების პროდუქციის საწარმოებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა სხელწიფოს მხრიდან, ნაციონალური განვითარების ინსტიტუტების მეშვეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს ყაზახეთში ფუნქცირება დაიწყო კიდევ ერთმა უმაღლესი კლასის საწარმომ, რომელიც საშუალებას იძლევა გაიყვანოს რეგიონი ლიდერად წარმოების სფეროში. - განმარტა შპს "ქაზ კარბონი“ს აქციონერმა დავით ქემერტელიძემ.

(R)