საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს - მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს - მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს მასშტაბით ყველა აბიტურიენტს აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

„ძვირფასოახალგაზრდებო, მთელი გულით მინდა მოგილოცოთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება, რომელიც უკავშირდებოდა სკოლაში ცოდნის მიღებას და მეგობრების შეძენას. ამჟამად თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება.

მინდა გახსოვდეთ, რომ მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა, რადგან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება და სწავლების ფორმატიც, თუმცა თქვენ გაუმკლავდით არსებულ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა, რაც ხაზს უსვამს თქვენს განსაკუთრებულობას და თქვენს უნარს გადალახოთ მოულოდნელი სიძნელეები და მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმოკლეს დროში მოახერხა ადაპტაცია ახალ რეალობასთან და ღირსეულად გაუმკლავდა არსებულ გამოწვევებს. ჩვენ უნივერსიტეტს აქვს უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგარმები. ჩვენი გუნდი მოტივირებულია, ახალგაზრდებს მისცეს აქტუალური ცოდნა და თანამედროვე განათლება. არჩევანი კი ყოველთვის თქვენზეა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

(R)