საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაციამიზანმიმართულად ხდება.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაცმტკიცებითი ფორმით ხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებული ქონებისგასხვისების ფაქტზე საუბარი და უნივერსიტეტის რექტორის მიზანმიმართული

დისკრედიტაცია.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ქონების გასხვისების „დაანონსებას“ არცრექტორის, არც სხვა უფლებამოსილი პირის თუ სტრუქტურული ერთეულის მხრიდან ადგილიარ ჰქონია. გარდა ამისა, არც ერთი, იოტის ოდენა ქონების ნაწილიც კი, მოქმედი რექტორისარჩევის შემდეგ არ გასხვისებულა და გასხვისების საკითხიც კი არ დაყენებულა! პირიქით,უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ზრუნავს აღადგინოს სამართლიანობა და

უნივერსიტეტს დაუბრუნოს მანამდე გასხვისებული ქონება.სიუჟეტში. ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე. მოქმედ რექტორს

ქონების სისტემატურ გასხვისებაში სდებენ ბრალს. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებასმტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას „ქონების გასხვისების და ქონების მომავალშიგასხვისების დაანონსების ფაქტის შესახებ“.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა

განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებასიმართლეს და მოსთხოვა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. ხაზგასმით აღვნიშვანთ,რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებსყველა სამართალდარღვევაზე, მათ შორის გასულ ცილისმწამებლურ და დაუდასტურებელინფორმაციაზე", - ნათქვამია განცახდებაში.