ალეკო შუღლაძის წიგნის წარდგენა - "ლაბირინთი მანუელისთვის“
ალეკო შუღლაძის წიგნის წარდგენა - "ლაბირინთი მანუელისთვის“
5 ივნისს 19:00 საათზე მზიურის ამფითეატრში გაიმართება ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებულის "ლაბირინთი მანუელისთვის“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ რედაქტორი ლია თოფურია, ლიტერათურათმცოდნე, ჟურნალისტი მარიამო ჯანელიძე და მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

მუდმივი ჩაგვრა სასოწარკვეთილებაში აგდებს, დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანს, დანაშაულს კი სასჯელი მოსდევს, თუ მართლმსაჯულებისგან არა, უფრო დიდი მსაჯულისგან - საკუთარი სინდისისგან მაინც... შიში საბრალოს ხდის მავანს, აბეჩავებს და გაქცევას აიძულებს... თუმცა ამ დროს შეიძლება, თავი გამოუვალ ლაბირინთში ამოყოს და, პიროვნული გაორებით დატანჯულმა, ვეღარც სექსუალურ
ცხოვრებაში იპოვოს შვება, მეტიც - შესაძლებელია კანიბალიზმის გზასაც კი დაადგეს... ან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ, შურისძიებით შეპყრობილმა და დანაშაულის გზაზე დამდგარმა, ირეალურ სამყაროში მიაგნოს ნანატრ სიმშვიდესა და ნეტარებას... მართლაც, ჭეშმარიტება ხომ შურისძიებითა და სასჯელით არ მიიღწევა.
ექვს ერთმანეთისგან განსხვავებულ მოთხრობასა და პერსონაჟებს წიგნში აერთიანებს ის,
თუ - როგორ მივყავართ ცხოვრებისეულ მოვლენებს ძირეულ პიროვნულ ცვლილებებამდე.

შემოგვიერდით და თავად ავტორისგან მოისმინეთ, რა იყო ამ მოთხრობების მთავარი ინსპირაცია, როგორი იყო მუშაობის პროცესი და როგორ პერსონაჟებს გავიცნობთ ამ წიგნით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები