"ჩეხეთის კარიტასმა" მუნიციპალიტეტებს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები გადასცა - კვირის პალიტრა

"ჩეხეთის კარიტასმა" მუნიციპალიტეტებს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები გადასცა

„ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში“ სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტს 100 000 ევროს ღირებულების 14 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავმზიდი და 1110 ლიტრიანი ლითონის სანაგვე ურნები გადასცა.დუშეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ჩეხეთის კარიტასმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტს გადასცა 7 კუბური მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი და ონის მუნიციპალიტეტს კი კვლავ სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით 137 ცალი 240 ლიტრიანი ურნა სეპარირებული ნარჩენებისთვის და ასევე 60 ცალი 1110 ლიტრიანი მეტალის ურნა. ონის მუნიციპალიტეტი სულ მალე 7 კუბური მეტრის მოცულობის 4X4-ზე სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი მანქანას მიიღებს.გარდა ამისა, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის პრაქტიკის დანერგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა რამდენიმე კამპანია.